დღეს, დილას, ქალაქ ყვარელის, ჩრდილო-დასავლეთით 12 კილომეტრში, სოფელ ალბატთან მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5 ბალი იყო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 17 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
მიწისძვრას სერიოზული ზარალი არ გამოუწვევია. დაზიანებულია რამდენიმე სახლის სახურავი.
მიწისძვრის ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა.