ფარელის ვაკე მთლიანად უყურებს ლეჩხუმის ხეობას, ადრე კომუნისტების პერიოდში აღდგომის ბრძწყინვალე დღესასწაულზე იქ ადიოდნენ პატარები, რომ წითელი კვერცხები დაეჭიდებინათ, რადგან სოფელში, პატარებს უშლიდნენ წითელი კვერცხების გამოჩენას.
ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ მე-6-7 საუკუნისაა, მდებარეობს ფარელის ვაკეს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ისტორიულ წყაროებში, მხოლოდ ორბელის სამონასტრო კომპლექსია ნახსენები, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ფარელის ვაკეზე ნანგრევები უძველესია. რამდენიმე ათეული წლის წინ, ადგილობრივმა მოხუცმა ორი ოქრს მონეტა იპოვა, ერთი კბილის ექიმისთვის მიუცია, მეორე კი ცაგერში ვიღაც ებრაელისთვის გაუცვლია ტლევიზორში. მეორე ადგილობრივს კი უპოვია ქვასანაყი, ხარატოში გამოთლილი, ხის კი არა ქვის. ერთს ნაკვეთში მიწიდან ამოსულ ლობიოს ბარდას, ოქროს ჯაჭვი ამოყვა.” გვიყვება ორბელში მოღვაწე ფილოლოგი მზია ბურჯალიანი. ფარელის ვაკეზე მზია მასწავლებელთან ერთად მოწაფეებიც ადიან ხოლმე, ფარელის შესასვლელში უზარმაზარ ქვას დიდი ღრმული აქვს, მას წვიმა ვერ გახვრიტავდა, ჩვენი სტუმრობისას, კი მეორე მხარესაც იმდაგვარივე ქვა ვიპოვეთ. ლეგენდის მიხედვით, ფარელი იმიტომ დაურქმევიათ, რომ მოფარებულ ადგილას რომ იყო, სათვალთვალო კოშკებიც იყო, თათრების აოხრების შემდეგ ყველაფერი განადგურდა, ხალხისგან იმდენი ფული აუღიათ, რომ ერთი საარაყე ქვაბი აუგროვებიათ და წაუღიათ. შიგნით საკურთხევლის კედელია დარჩენილი, იქ ადგილობრივები სალოცავად ადიან.
“სამძიმარა გორაა მის მოპირდაპირე მხარეს, მტერი რომ შემოსეულა, სოფელი აუოხრებიათ, ადრე კოლმეურნეობის ნაკვეთები იქით იყო, ხან თეფშის ნატეხს ვნახავდით ხან რას და ხან რას… გვიყვება მზია ბურჯალიანი. – აუოხრებიათ სოფელი სამი ადამიანი გადარჩენილა და ისინიც გაქცეულან. 100 მეტრი სიგრძე და 50-ზე მეტი სიგანე, ოთახებადაა გაყოფილი, ახლა კი დიდი ხეებია ამოსული, გაწმენდაზე მამა სტაფენამ უარი გვითრა – ჯერ კურთხევას მოგცემთო, მაგრამ მერე დაივიწყეს, ახალგაზრდობასაც დაავიწყდა, ეკალ-ბარდისგან გაეწმინდათ. იქ ხვამლობას ავდივართ და ვლოცულობთ, ესაა ხვამლის დღესასწაული. დაკვირვებული ვარ თუ ხვავლმა დაირუხუნა ადრეულ გაზაფხულზე, ხვავი და ბარაქა არ მოაკლდება, ხვამლის წყალობა ყველაზე უდიდესია, თუ ხვამლი გწყალობს, ღმერთი შენსკენააო, – გვეუბნება 61 წლის მზია ბურჯალიანი.
ლაწუნდარას ზევით, მურის ხიდს ზევით თურქები არ ყოფილან. ლეჩხუმში მტერი დიდხანს ვერ ჩერდებოდა. ადგილობრივმა მწყემსებმა გვითხრეს, რომ ამ სამონასტრო კომპლექსის გაწმენდა სურთ ეკალ-ბარდისგან, ისე რომ ნანგრევები არ დაზიანდეს.
ფარელის ვაკეზე, მონასტრის კომპლექსის მახლობლად წყალი გადმოდის, ამ წყალს ადგილობრივები ჭურის წყალს ეძახიან, ადრე ამ ადგილას ორი დიდი ჭური ყოფილა და წყალი, რაღაც სასწაულით გროვდებოდა შიგნით, ერთი ჭურიდან მეორეში გადადიოდა დათიხის მილებით კი რამდენიმე კილომეტრს ორბელის ციხეზე ჩადიოდა. ეს წყალი კამკამა ყოფილა, სუფთა და გემრიელი. ჩვენ კი ჭურების მაგივრად ბეტონის ამოშენებული კედლები დაგვხვდა, წყალი კი ისევ ჩაედინება ორბელის ციხისკენ, თუმცა სადღაც გზაში იკარგება.