RSS

პრომეთეს მღვიმე

13 Sep

promeTe 010ოლიკო ცისკარიშვილი

პრომეთეს მღვიმე ან  ღლიანის მღვიმე, რომელიც გამოცხადებულია ბუნების ძეგლად კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოშია. ეკუთვნის წყალტუბოს მუნიციპალიტეტს და მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მეტრზე. პრომეთეს მღვიმეში ვიზიტისას სასურველია გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რადგან ბილეთის აღება მოგიწევთ, რომელიც 6 ლარი ღირს, ნავით გასეირნება კი დამატებით 7 ლარი ჯდება. მოწაფეებისა და სტუდენტებისთვის ფასდაკლება. ერთი შეხედვით ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუმცა დამერწმუნეთ ღირს, მღვიმეში წარმოდგენილი სატალაქტიტები, სალაგმიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მიწისქვეშა ტბები და სხვა ხილვა საკუთარი თვალით 80 მეტრ სიღრმეზე და 14 გრადუს ტემპერატურაზე, 1400 მეტრის ფეხით გავლა მართლა ძალიან სასიამოვნო მოგონებად დარჩება მნახველს. ვიზიტორს ამ ულამაზესი ადგილს დათვალიერება შეუძლია როგორც ფეხით ასევე ნავით. აგრეთვე პრომეთეს მღვიმის ჩამონაღვენთები გამოირჩევა განსაკუთრებული ფორმებით, რომლებიც განუმეორებელია! სეირნობა ნავებით, საფეხმავალო ბილიკებით, ხელოვნური განათებები, ლაზერ-შოუ, რათქმა უნდა ყოველივე ეს დააინტერესებს ხალხს არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჰორიზონტალურად დახშული მღვიმეს შესასვლელის სიმაღლეა 3,5-4 მ, სიგანე 7 მ. მთავარი შესასვლელიდან მე-60 მეტრზე ახშობს სიფონური ტბა, რომლიდანაც გამოდის მდინარე ყუმი. მღვიმეში ჰავა დინამიურია. ჰაერის მოძრაობა მკვეთრად იგრძნობა. მჭიდრო კავშირშია ზედაპირულ ძაბრებთან. გვირაბის ბოლოს არის სიფონი, რომლის სიღრმე 2 მ. გვხვდება ვოკლუზური წყაროები, რომლებიც დაკავშირებული არიან მღვიმურ ნაკადთან. სიფონის მახლობლად მდებარე დარბაზში არის ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია. გუანოში ჭიების სხვადასხვა სახეობებია. მღვიმურ ნაკადს მოსახლეობა იყენებს სასმელად. არსებობს გეგმა, ჭრილები. მღვიმეში გავლა ადვილია.

აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით. მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით, მათ შორის მოიპოვება: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვ. მღვიმე კეთილმოწყობილია; მღვიმე თერაპიაა ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის.

სოფელი ყუმისთავში 1984 წლის 15 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს.  „პრომეთეს” მღვიმე ერთ-ერთი უმდიდრესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობით და პეიზაჟის მრავალფეროვნებით, იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო ტურისტულ მღვიმეს.

მღვიმიდან ნავით გამომსვლელებს ორი ნავი ემსახურება. ვიზიტორების უსაფრთხობა დაცულია, ყველა მათგანს თავზე ჩაფხუტს ახურებენ და სამაშველო ჟილეტს აცმევენ, ისე ნავით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია.

პრომეთეს მღვიმეში შეყვარებულ წყვილებს ას ლარად შეუძლიათ ქორწიმებაც დაიკანონონ.

promeTe 004 promeTe 017

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s