ლაჯანურის ხეობაში მდებარე შუა საუკუნეების ორბელის ციხე, სავარაუდოდ, მე-16-17 საუკუნის ძეგლია, მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა.
იგი მიეკუთვნება ადრეშუასაუკუნეებს გვიან საუკუნეების დამატებით. ეხლა ციხე მოუვლელია, თუმცა მაინც ამაყად გადმოჰყურებს ლაჯანურის ხეობას. მის კედლებზე კი აშკარაა კვალი, რომ ის მოხატული იყო.მის მიმდებარე ტერიტორიაზე სასაფლაოა, და ადგილობრივები თუ მიაკითხავენ ხოლმე ხანდახან ციხეს. მეორე ციხე პირდაპირ გზაზე დგას, რომელიც ცაგერისკენ მიემართება, გამვლელი მის და უნებურად აღფრთოვანებული ჩაუვლის ძველი დიდების ნაშთებს. ადგილობროივების თქმით, ეკლესიის მახლობლად უნდა მდგარიყო, ხის მომცრო ზომის ეკლესია, რომელიც აღარ არსებობს, სადაც ინახებოდა ციხეში არსებული სიძველეები. აგრეთვე ციხეში არის მოქცეული წყლის რეზერვუარი.
ორბელის ციხე გამოირჩევა თავისი ესთეტიური ღირებულებებით. სამწუხაროდ, ციხე მოუვლელია. ეკალ-ბარდებით და სხვადასხვა ჯიშის ხეებით არის დაფარული…
“ორბელის ციხეზე ამბობენ, რომ თამარ მეფის დროინდელიაო, მაგრამ ისტორიულ წყაროების მიხედვით მე-17 საუკუნისაა. ორბელის ციხეზე ჩემს ბავშობაში იყო წყალი, რომელიც ფარელიდან ჩამოდიოდა, კამკამა, სუფთა წყალი იყო, საიდან შემოდის და საიდან მიდის, არავინ იცის. ფარელში არის ჭურის წყლები, ერთი ჭურიდან, მეორეში გადადის, მაგრამ საიდან მოდის, არავინ იცის.” – გვიყვება მზია ბურჯალიანი.