საქართველოს მთებში ორი რუსი ტურისტი – ვიკა ბუშაევა და ანდრეი სიდოროვი – დაიკარგა. ამის შესახებ donnews იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, როსტოველი ტურისტები უშბას მწვერვალის დასაპყრობად 31 აგვისტოს გაემართნენ, 6 სექტემბერს კი უკან დაბრუნებას გეგმავდნენ. როსტოვის ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, 5 დღის წინ ანდრეი სიდოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 8 სექტემბერს სამშობლოში ბრუნდებოდა. თუმცა, უკვე მეოთხე დღეა რუსი ტურისტები უგზო-უკვლოდ არიან გაუჩინარებული.
როსტოვის სამძებრო-სამაშველო კომპანია “ლიზა ალერტის” ინფორმაციით, როსტოველი ტურისტების სამაშველო ოპერაციაში ქართული მხარეც არის ჩართული.