RSS

ლეჩხუმი – ხვამლის მთაზე მიჯაჭვული პრომეთე

10 სექ

ოლიკო ცისკარიშვილი

ხვამლის მთიდან შორს, ჩრდილოეთისაკენ რომ გაიხედავთ, მურის ციხე მოჩანს. ცაგერის კლდოვან მწვერვალზე ამართული სამი კოშკი ცხენისწყლის ხეობას გადაჰყურებს. მურის ციხე დიდი ხნის წინათ არის აშენებული. იგი პირველად ეკუთვნოდა შვიდ ძმას ჩარკვიანს, რომლებიც ქვემო სვანეთს ფლობდნენ. კაცია ჩიქოვანს მათი გაძლიერების ეშინოდა. გორდის სასახლეში მიიპატიჟა ისინი და ღალატით დახოცა. კაცია ბოლოს გადადიანდა და, სამეგრელოს გარდა, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთსაც განაგებდა. საქართველოს დაუძინებელი მტერი ოსმალეთი ხშირად თავს ესხმოდა ამ ციხესაც, მაგრამ ვერ იმარჯვებდა. ერთხელ ოსმალეთის ჯარმა ქართლიდან რაჭა-ლეჩხუმზე გამოილაშქრა, მოადგა ლაილაიშს, აიღო იგი, სოფელ უსახელოზე გადმოიარა და დეხვირის ციხესთან ომი გამართა. ბრძოლა გაგრძელდა. ოსმალებმა დეხვირის ციხე დაიკავეს და მურის ციხის აღებაც მოინდომეს. ჯარი ღამით მურის ახლოს. ჩხუტეში, ლეკუნდრუშას დაბინავდა, რომ დილით ადრე დასცემოდა ციხეს. მეციხოვნეებმა თათრების მიერ დანთებული ცეცხლი შეამჩნიეს, მიხვდნენ, რომ ეს სასიკეთო რამეს არ ნიშნავდა. ზარბაზნები დატენეს, ცეცხლს დაუმიზნეს და დასცალეს. მეომრებს კაკლის ხეების ქვეშ ეძინათ. ზარბაზნებისაგან დამტვრეულმა ტოტებმა დიდი ზარალი მიაყენა თათრებს. ჯარი ომარ ფაშას სანახევროდ გაუწყდა. გადარჩენილნი გაიპარნენ. მალე ისევ დაბრუნდნენ თათრები, მაგრამ მურის ციხის დაპყრობა ვერც ახლა შესძლეს. მაშინ გადაწყვიტეს: გზა შევუკრათ მეციხოვნეებს, საჭმელი დაელევათ და თავისთავად დაგვნებდებიანო. მეციხოვნეებს ციხეში ნამარაგევი კირი ჰქონდათ და მაღლიდან ყოველ დღე ძირს თითო-ორ-ორ კასრს ყრიდნენ. თათრებმა იფიქრეს: იმდენი ფქვილი შეუნახავთ, რომ უფუჭდებათ და ყრიანო. ამასობაში ზამთარიც მოახლოვდა. მალე მურის დაბლობი, სადაც ურიცხვი ჯარი იდგა, დაცარიელდა. მტერები უკან გაბრუნდნენ. დარჩათ მურის ციხე აუღებელი.

dahka 002მურის ციხე აშენებულია მაღალ მთაზე უზარმაზარი ქვებით. ციხეს ახლავს ორი კოშკი. ერთი აღმოსავლეთით, მეორე დასავლეთით. როგორც თავციხეს, ისე კოშკებს თავიანთი სახელები აქვთ.
თავციხეს ეძახოდნენ ,,მარჯვედ დახვდი”, აღმოსავლეთის კოშკი საყარაულოა და მას ,,ჰკა მაგას” ეწოდება, ხოლო დასავლეთის კოშკს- ,,არ გაუშვა” საყარაულო კოშკი ,,ჰკა მაგას”, როგორც მტერი მიადგებოდა, თავისციხეს აცნობებდა: მტერი მოვიდა მარჯვედ დახვდიო!”  როცა დამარცხებული მტერი პირს იბრუნებდა, დასავლეთს კოშკთან უნდა გაეარა. მაშინ ციხე ,,მარჯვედ დახვდი” დაუძახებდა დასავლეთის კოშკს: არ გაუშვაო!”  მურის ციხეში ძველად ბატონყმობის დროს, ბევრ ვაჟკაცს ამოხდენია სული.
ბატონისაგან დასჯილი გლეხი ამ ციხეში უნდა ყოფილიყო რამდენიმე წელიწადი რკინის ჯაჭვით მიბმული და შებორკილი. ადგილობრივები იმასაც გვიყვებიან, რომ ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. პრომეთეს ძმაა ატლანტი, რომელიც ასევე დასაჯა ზევსმა და ცის თაღი დააჭერინა ხელში. ატლანტის შვილები კი არიან პლეადები, რაც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს და ხომლიც ვარსკვლავთკრებულია. ასე რომ, ყველა გზა რომისკენ კი არა, ამ შემთხვევაში, ხვამლისკენ მიდის: აქ იყო მეფეთა განძთსაცავი, პრომეთე აქ მიაჯაჭვეს კლდეზე. აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ. აქეთკენ ისწრაფოდნენ არგონავტები. აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა წამლებს გრძნეული მედეა. თვითონ ხვამლი ზოდიაქოს ნიშანია და კოსმიურ სამყაროსთან არის კავშირში. მთლიანობაში კი, ბუნების ნამდვილი სასწაულია.

lechxumi 005

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s