RSS

რაჭა – შაორის ტბა

09 სექ

racha 004ოლიკო ცისკარიშილი

რაჭაში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასვენების მიზნით მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ჩადის, თუმცა რაჭის რეგიონშიცაა ტურიზმის განვითარების პერპექტივები. რაჭის ბუნებრივი პირობების გამო, ტურიზმს უდიდესი პოტენციალი გააჩნია. შესაძლებელია ტურისტების სოლიდური რაოდენობის მოზიდვა და ადგილობრივი მოსახლეობის მასიური დასაქმება მომსახურების სფეროში. სხვა ტურისტულ ობიექტებთან შედარებით, ყველაზე დიდი პოტენციალი შაორის წყალსაცავს გააჩნია. შაორის ტბაზე შესაძლებელია მეთევზეობის ტურიზმის განვითარებაც.შაორის უდიდესი წყალსაცავი მდებარეობს შაორის ქვაბულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც აგებულია ალუვიური ნაფენებით დაფარული კარბონატული ქანებით. წყალსაცავს აქვს სამკუთხედის ფორმა, რომლის წვეროებშიც არის ორი ვიწრო პერევისას და ხვრელიეთის ყურეები. წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ნაპირები ძლიერ დანაწევრებულია და წყლის მაღალი დონის დროს  მრავალი პატარა ყურე წარმოიქმნება. შაორის ქვაბულში შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ².

შაორის წყალსაცავის სარკის ქვეშ მოხვედრილია უნიკალური სასმელი წყლები. გეოლოგების დასახლების მოპირდაპირე მხარეს, იყო ტბები – ძროხის თვალა და ხარის თვალა, რომლებსაც სახელწოდება მიღებული აქვს შესატყვისად ხსენებული პირუტყვის თვალების მსგავსებიდან. წყლის დადგომამდე აქ შადრევანის სახით ამოდიოდა ცივი ანკარა სასმელი წყალი; აქვე, მის გაგრძელებაზე არის შევარდენის წყარო, რომელმაც სახელწოდება მიიღო იქიდან, რომ სასმელად ფრინველი ეტანებოდა (ალბათ რაიმე თვისების გამო). შაორის მიმდებარე ტერიტორია შესანიშნავი დასასვენებელი ადგილებია და წარმტაცი ლანდშაფტით მნახველში განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს.

Saoris tba

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s