RSS

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება

07 სექ

nu moWri xes 5სამეწარმეო მიზნებისთვის ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი უკვე შემუშავებულია.გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე განხილვის მიზნით.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხე-ტყის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების შემთხვევაში, თუ მისი საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, სამართალდამრღვევს ეკისრება მხოლოდ 500 ლარიანი ჯარიმა ხე-ტყის კონფისკაციის გარეშე.

სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილების თანახმად, მკაცრდება სანქცია: ზედნადების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით, ხოლო ხე-ტყე დაექვემდებარება კონფისკაციას.

“სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მერქნული რესურსის მოპოვებისას აუცილებელია შესაბამისი უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტის აღება და დადგენილი საფასურის გადახდა. თუმცა, მოსახლეობისათვის აუცილებელი სამასალე და საშეშე მერქანი გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შეღავათიან ფასში. აქვე გაცნობებთ, რომ მოსახლეობას უფლება აქვს სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები (სოკო, კენკრა, ხილი, სამკურნალო მცენარეები და ა.შ) და ხის მეორეხარისხოვანი მასალები (ფიჩხი)”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s