საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია მწვანე კონცხი, რომელიც ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღვის დონიდან 70-92 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული ევროპაში ერთ-ერთი მდიდარი ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს.თუმცა ბოტანიკურამდე, მწვანე კონცხის სანაპირო მინდა გაგაცნოთ, სადაც იშვიათად სტუმრობენ ვიზიტორები, არცაა გასაკვირი, რადგან გაუმართავი ინფრასტრუქრურა, მხოლოდ მოზარდებს თუ იზიდავს, ამ ადგილებში უჩვეულოდ სუფთა შავი ზღვის წყალი და კიდევ ზღვაში შეჭრილი ბეტონის კონტრუქცია, საიდანაც მხოლოდ მამაცი გულის პატრონები თუ ხდებიან ზღვაში. ამჟერადაც ასე მოხდა, ფოტოკამერამომარჯვებული თითქმის ცარიელ სანაპიროზე შეუმჩნეველი ვერ დავრჩი მწვანე კონცხის “გენერლებისთვის” და შედარებით გაუბედავებს ჩურჩულით ეუბნებოდნენ: “გადახტი, ბიჭო, სირცხვილია” და ისინიც მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ზღვაში თავით ეშვებოდნენ. შიშნარევი მზერით ვუყურებდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი მოუვიდოდათ. “მწვანე კონცხის გენერლებმაც” მზესთან ერთად მიატოვეს კონცხი, მანამდე კი თავდაუზოგავად ებრძოდნენ ზღვას, თუ საკუთარ თავს, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ულამაზეს ბოტანიკური ბაღის დასაწყისში მიტოვებული და მოუვლელი სანაპიროა, არადა მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ ცურვისა და მზის აბაზანების, არამედ დაივინგის მოყვარულთათვისაც.
მწვანე კონცხის გენერლები
07
სექ