წაღვერი ბორჯომ-ბაკურიანის ჯგუფის კურორტებს მიეკუთვნება, განლაგებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობდე, ზღვის დონიდან 1020-1052 მ-ის სიმაღლეზე, მდინარე გუჯარეთის წყლის (გუჯარულას) ხეობაში. კურორტის ირგვლივ მდებარე მთების ფერდობები დაფარულია, ძირითადად, წიწვოვანი ტყეებით (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი).
კლიმატი შუამთისაა, ზამთარი ზომიერად ტბილი და საკმაოდ თოვლიანი,ზაფხული ზომიერად თბილი და მშრალი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +18,3 °C)
კურორტი წაღვერი კლიმატით, ჰავით, მდებარეობითა და მინერალური წყლებით სასარგებლოა მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ, რეაბილიტაციისათვის და პროფილაქტიკის მიზნით. იგი მიზანშეწონილია სისხლის მიმოქცევს, სასუნთქი, კუწ-ნაწლავის, საშარდე და ენდოკრინული, აგრეთვე ნერვული, ძვალ-სახსროვანი სისტემეისა და ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად.
წაღვერის ჰავა რეკომენდირებულია სხვადასხვა დაავადებების დროს: ქრონიკული ბრონქიტიმ ბრონქული ასთმა. აძლიერებს იმუნურ სისტემას.
წაღვერის სამკურნალო მინერალური წყლები წარმოდგენილია ერთი ბუნებრივი მინერალური წყაროთი და რამდენიმე ჭაბურღილით. ეს მინერალური წყლები შეიცავს რკინას, მაგნიუმს, კალციუმსა და ნატრიუმს. გამოიყენება საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებისას, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების დროს, დიაბეტის, ღვიძლის და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების დროს; მათი მიღება ანემებისა და ქირურგიული ჩარევის შემდგო პერიოდშც რეკომენდებულია.
წაღვერის მინერალური წყლის საბადოზე ყურადღება გაამახვილა ბორჯომის მამულის მმართველმა ადოლფ ალექსანდრეს ძე რემმერტმა, რომელმაც 1867 წლის 16 ივნისს კავკასიის სამედიცინო საზოგადოების სხდომაზე გააკეთა მოხსენება მისი კლიმატისა და მინერალური წყლების შესახებ.
წაღვერის მინერალური წყლის მცირე დებეტის გამო, საექსპლუატაციოდ არ გამოიყენება. მინერალური წყლის გათბობით, დიდხანს ჰაერზე დაყოვნებითა და სინათლის ზემოქმედებით წყალი კარგავს ნახშირმჟავა აირს, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ წყლის მიღება მაშინვეა მიზანშეწონილი ან მაცივარში შენახვით მაქსიმუმ 1 კვირა.
წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ისტორიული ძეგლიცაა, რომლის ნახვა წაღვერის სტუმრებს ნამდვილად დააინტერესებთ.
ხატია გოგოხია