RSS

რო­გორ და­ვიც­ვათ თა­ვი ამა თუ იმ სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­მო­ტე­ვი­სას

04 სექ

ureki13გთა­ვა­ზობთ მაშ­ველ­თა რჩე­ვებს,  რო­გორ და­ვიც­ვათ თა­ვი ამა თუ იმ სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­მო­ტე­ვი­სას. მაშ­ვე­ლე­ბი აცხ­ა­დე­ბენ, რომ სტი­ქი­ის შე­მო­ტე­ვი­სას ადა­მი­ა­ნე­ბის მთა­ვა­რი მტე­რი პა­ნი­კა­ა.

ძლი­­რი ქა­რი
თუ ძლი­ე­რი ქა­რი­სას შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, და­კე­ტოთ ფან­ჯრე­ბი, კა­რე­ბი. უმ­ჯო­ბე­სია შორს იდ­გეთ ფან­ჯრი­დან ან შეხ­ვი­დეთ ში­და ოთახ­ში, რო­მელ­საც არა აქვს ფან­ჯრე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს დე­რე­ფა­ნი ან აბა­ზა­ნა; გა­მორ­თეთ ყვე­ლა ელექ­ტრო­მოწყ­ო­ბი­ლო­ბა; დარ­ჩით სახ­ლში შტორ­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე. გახ­სოვ­დეთ, რომ შტორ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ის შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს. თუ ქარ­მა ქუ­ჩა­ში მო­გის­წროთ, ერი­დეთ აივ­ნე­ბი­დან გად­მოც­ვე­ნილ საგ­ნებს. სას­წრა­ფოდ მო­ძებ­ნეთ თავ­შე­სა­ფა­რი მყარ შე­ნო­ბებ­ში. და­ი­ცა­ვით თა­ვი ჰა­ერ­ში ატა­ცე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი­სა­გან; სა­ჭი­როა თვა­ლე­ბი­სა და ცხვირ­-პი­რის დაც­ვა მტვრი­სა­გან; გახ­სოვ­დეთ, შე­ნო­ბებს შო­რის ვიწ­რო გა­სას­ვლე­ლებ­ში ქა­რის სიჩ­ქა­რე კი­დევ უფ­რო იზ­რდე­ბა; თუ ბუ­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბით, ეცა­დეთ, თა­ვი შე­ა­ფა­როთ მო­ფა­რე­ბულ ად­გილს. თუ ასე­თი ად­გი­ლი თქვენ გარ­შე­მო არ არ­სე­ბობს, მა­შინ და­წე­ქით და მი­ე­კა­რით მი­წას. თუ­კი ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბით, ჯო­ბი­ა, მან­ქა­ნა­ში დარ­ჩეთ და ფან­ჯრე­ბი და­ხუ­როთ. არ შე­ა­ფა­როთ მან­ქა­ნა არამ­დგრად ობი­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლო­ა, ჩა­მო­ინ­გრეს.

სეტყ­ვა
თუ სეტყ­ვის დროს შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბით, სა­ჭი­რო­ა, ფან­ჯრებს მო­შორ­დეთ, რა­თა ჩამ­სხვრე­ვის შემ­თხვე­ვა­ში არ და­ზი­ან­დეთ. ხში­რად სეტყ­ვას თან ახ­ლავს ელ­ჭე­ქი და თავ­სხმა, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ე­რი­დეთ ელექ­ტრომოწყ­ო­ბი­ლო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბას; თუ სეტყ­ვამ ქუ­ჩა­ში მო­გის­წროთ, სას­წრა­ფოდ მო­ძებ­ნეთ თავ­შე­სა­ფა­რი; თავ­შე­საფ­რის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თავ­ზე გა­და­ი­ფა­რეთ ჩან­თა ან ტან­საც­მე­ლი; ერი­დეთ და­დაბ­ლე­ბულ ად­გი­ლებს, რად­გან ისი­ნი მცი­რე დრო­ში შე­იძ­ლე­ბა და­ი­ფა­როს წყლით ან სეტყ­ვის მარ­ცვლე­ბით; თუ ბუ­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბით, თა­ვი უნ­და შე­ა­ფა­როთ მო­ფა­რე­ბულ ალაგს. თუ სივ­რცე ღი­ა­ა, მა­შინ და­წე­ქით და მი­ე­კა­რით მი­წას, არ და­გა­ვიწყ­დეთ ამ დროს თა­ვი­სა და სა­ხის და­ფარ­ვა; თუ ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბით, გა­ა­ჩე­რეთ და დარ­ჩით ად­გილ­ზე; სა­სურ­ვე­ლი­ა, იპო­ვოთ რა­ი­მე სა­ფა­რი, მა­გა­ლი­თად, ხი­დი, გა­და­ხუ­რუ­ლი სად­გო­მი; მო­ე­რი­დეთ სეტყ­ვის მარ­ცვლე­ბით და­ფა­რულ ად­გი­ლებს, სა­დაც მან­ქა­ნამ შე­საძ­ლოა მარ­თვა და­კარ­გოს. ფან­ჯრე­ბი და­ხუ­რეთ და ფან­ჯრის­კენ ზურ­გით დას­ხე­დით, რა­თა ჩამ­სხვრე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, აი­რი­დოთ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

წყალ­დი­დო­ბა
თუ ევა­კუ­ი­რე­ბას ვერ ას­წრებთ, უნ­და ახ­ვი­დეთ მყა­რი შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე ან მა­ღალ ხე­ზე და და­ე­ლო­დოთ დახ­მა­რე­ბას; შე­ნო­ბა­ში უნ­და და­ი­ხუ­როს კარ­-ფან­ჯა­რა; აუ­­ცი­ლე­ბე­ლია ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის, წყლი­სა და ე­ლექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა; არ შე­იძ­ლე­ბა მდი­ნა­რეს­თან ან წყალ­სა­ცავ­თან მი­ახ­ლოე­ბა; სა­ჭი­როა ევა­კუ­ი­რე­ბა წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ ამაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე, ან მყა­რი შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე ას­ვლა; მან­ქა­ნა­ში ყოფ­ნი­სას მძღო­ლი უნ­და გა­ე­რი­დოს წყალ­დი­დო­ბის წყა­როს; თუ მან­ქა­ნა ჩა­ეფ­ლო, არ შე­იძ­ლე­ბა მას­ში დარ­ჩე­ნა.

ღვარ­ცო­ფი
ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეთ, რომ ღვარ­ცოფ­ში მო­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ მის­გან თა­ვის არი­დე­ბით შე­იძ­ლე­ბა; მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ღვარ­ცო­ფუ­ლი ნა­კა­დის შე­სა­ხებ გაფ­რთხი­ლე­ბა-­სიგ­ნა­ლის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (რა­დი­ო­თი, ტე­ლე­ფო­ნით ან რა­ი­მე სხვა წი­ნას­წარ დად­გე­ნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით) ან მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ხმა­უ­რის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც წა­ა­გავს დი­დი სის­წრა­ფით მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მა­ტა­რებ­ლის გრუ­ხუნს, აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, და­უ­ყო­ვნებ­ლივ ახ­ვი­დეთ ვა­კე- დაბ­ლო­ბი­დან 50-100 მეტ­რით მაღ­ლა; უნ­და გახ­სოვ­დეთ, რომ მძვინ­ვა­რე ნა­კა­დი­დან შე­იძ­ლე­ბა ამო­იტყ­ორ­ცნოს დი­დი წო­ნის ქვე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რი საფ­რთხე შე­უქ­მნას ადა­მი­ა­ნებს.

მეწყ­­რი
მეწყ­რის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი­ა: შე­ნო­ბა­თა კა­რი­სა და ფან­ჯრე­ბის გა­ჭედ­ვა, გზებ­ზე ბზა­რე­ბი­სა და ნაპ­რა­ლე­ბის გა­ჩე­ნა, მეწყ­ერ­სა­შიშ ფერ­დო­ბებ­ზე წყლის გა­ჟონ­ვა; მეწყ­რის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბის გა­ჩე­ნი­სას შე­ატყ­ო­ბი­ნეთ სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რებს, და­ე­ლო­დეთ შემ­დგომ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ხო­ლო თა­ვად იმოქ­მე­დეთ ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მეწყ­რის წარ­მოქ­მნის სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სას გა­მორ­თეთ გა­ზის და ელექ­ტრო­ხელ­საწყ­ო­ე­ბი, წყალ­სა­დე­ნის ქსე­ლი, მო­ემ­ზა­დეთ და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი ევა­კუ­ი­რე­ბი­სთ­ვის.

ანა გიორგაძე
http://news.mcvane.ge/saintereso-bmulebi/2421–.html

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s