RSS

საქართველოს ციკლონი უახლოვდება

03 სექ

racha wvima 003გარემოს დაცვის სამინისტრო უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს ყველა მუნიციპალიტეტს. სინოპტიკოსების ვარაუდით 4 სექტემბრიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ამინდის გაუარესება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება, განსაკუთრებით ძლიერ წვიმასა და ქარს კი დასავლეთ საქართველოში ვარაუდობენ. ხვალიდან ზღვაში შესვლა აეკრძალება მოსახლეობასაც. სინოპტიკოსების ვარაუდით შესაძლებელია სეტყვა და ღვარცოფ საშიში პროცესებიც. ქარი შენაჩუნდება 5 სექტემბერსაც.

“საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. აღნიშნული სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, ძლიერ, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერ წვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს, გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააფრთხილა ყველა მუნიციპალიტეტი, მიიღონ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, მოახდინონ ადგილობრივი რესურსების მობილიზაცია, რათა უამინდობას მომზადებულები შეხვდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s