RSS

ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

02 სექ

setyvaწუხელ ღამით ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები აფენი, ჭაბუკიანი, ლელიანი და განსაკუთრებულად აბაშისწილი დააზარალა. როგორც სოფლის მოსახლეობამ განაცხადა, სტიქია სოფლებს თითქმის 20 წუთამდე უტევდა. დაზარალებული მოსახლეობა სტიქიის შედეგით შეშფოთებულია, რადგან მათი განცხადებით, სათანადო დახმარების გაწევის გარეშე, ისინი საბანკო კრედიტების გასტუმრებას ვერ შეძლებენ. დასეტყვილია დაახლოვებით 50 ჰექტრამდე ვენახი და მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია. აგრეთვე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც.სტიქიის ზონა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დაათვალიერა. გიორგი მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც დაადგენს მთლიანად სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს. “რთველი 2013” სულ რაღაც 2 კვირაში უნდა დაწყებულიყო. დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

სამაუწყებლო კომპანია “ლტვ”

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s