RSS

ჩინეთში მიწისძვრამ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა

01 სექ

miwisZvraჩინეთის სამხრეთ დასავლეთით, შანგრი-ლას პოპულიარული ზონის მიმდებარედ, 5,8 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, 20-ზე მეტი დაშავებულია.

გავრცელებული ინფორმაცით, მიწისძვრის ეპიტცენტრი ქალაქ ბეზალანთან 10 კილომენტრის სიღმეზე დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედის ინფორმაცით, მთიან რაიონში ასობით სახლია დანგრეული. მიწისძვრამ ცალგეულ ადგილებში მეწყერი გამოიწვია, ჩახერგილია გზები, ხევში გადავრდა ტურისტული ავტობუსი, თუმცა შემთხვევის ადგილიდან მონაცემები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

რამდენიმე ათასი ადამიანი ევაკუირებულია. სააგენტო სინხუას ინფორმაციით, დაშავებულებს შორის შვიდი უცხოეთის მოქალაქეა. თუმცა, სააგენტო არ ავრცელებს ინფორმაციას, რომელი ქვეყნიდან არიან ტურისტები.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s