RSS

სტიქია დასავლეთ საქართველოში

01 სექ

abaria qobuleTis gzazeძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ფაცამ სენაკის რაიონში 25-მდე სახლი დატბორა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. ადგილობრივების განცხადებით, აუცილებლად ასაშენებელია მდინარესთან ჯებირები. ეს ჯებირები დაახლოებით ერთი თვის წინ წყალდიდობის დროს დაზიანდა და მას შემდეგ შეკეთება ვერ მოხერხდა. მოსახლეობა აღდგენითი სამუშაოების დროულად დაწყებას ითხოვს.

ძლიერმა ქარმა ბათუმში, აღმაშენებლის N36-ში მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის ნაწილს სახურავი გადახადა, რომელიც ეზოში გაჩერებულ ავტომობილებს დაეცა.

10 ავტომობილს საქარე მინები, ძრავის ნაწილები და სალონები აქვს დაზიანებული. ასევე, კორპუსის მეცხრე სართულზე მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს, სადაც სახურავის ნაწილია გადახდილი, საყოფაცხოვრებო ნივთები და რემონტი გაუფუჭდა.

ძლიერი წვიმა და ქარი წუხელ 03:00 საათიდან გამთენიამდე გრძელდებოდა. წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მცირე ტბორებია. ბათუმში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს, რის გამოც ბათუმობა 2013 “ბათუმი და ბათუმელების” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო.

სტიქიამ ასევე შეუტია ქობულეთსაც. თვითმხილველების თქმით, 3. 22 წუთიდან გათენებამდე ელვა-ჯექა-ქუხილი არ დამცხრალა… გადაუღებლად წვიმდა, წვიმამ შეაღწია სახლებში, დააზიანა სახურავები, რამდენიმე წლიანი ხეები ძლიერმა ქარმა ძირფესვიანად მოგლიჯა. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. უამინდობის გამო, საგზაო შემთხვევები გახშირდა, ცუდი ხილვადობისა და ნაწვიმარი გზის გამო, მძღოლები საჭეს ვეღარ იმორჩილებენ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s