RSS

„რაჭული ტრადიცია” – პრეზენტაცია

01 სექ

Rvinis festivali 03დღეს, 31 აგვისტოს, რაჭაში დაგეგმილ ღვინის ფესტივალზე ახალი ყველის – „რაჭული ტრადიცია” – პრეზენტაცია გაიმართა.  „ქეა საერთაშორისო კავკასიაში” განმარტავენ, „რაჭული ტრადიცია” მალე საქართველოს ყველის ბაზარზე გამოჩნდება და მისი დაგემოვნების შესაძლებლობა ყველა მსურველს შეეძლება.„ქეა საერთაშორისო კავკასიაში” ინფორმაციით, ყველი „რაჭული ტრადიცია” შეიქმნა რაჭის მაღალმთიან სოფელ შქმერში. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ყველის საწარმო საშუალებას იძლევა, დაასაქმოს ხალხი და ხელი შეუწყოს 30-40 ადგილობრივ ფერმერს რძის რეალიზაციაში. ყოველივე ეს კი გააუმჯობესებს სოფელ შქმერის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას.

შეგახსენებთ, რომ პროექტს “სოფლის განვითარება რაჭა-ლეჩხუმში” ახორციელებს „ქეა საერთაშორისო კავკასიაში” (CARE) ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზინტერკონტთან” თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ (SDC) და მისი მიზანია მეცხოველეობის სფეროში ფერმერთათვის შემოსავლის მდგრადი ზრდის ხელშეწყობა. აგრეთვე, რძისა და ხორცის წარმოების სტიმულირება.

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s