RSS

შს სამინისტროს მაშველებმა 1974 წელს დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნეშტს მიაკვლიეს

31 Aug

ushba 002შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, მწვერვალ „უშბას“ მყინვარზე 1974 წელს დაკარგული ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ნეშტს მიაკვლიეს.დადგენილია, რომ 1974 წელს ხორვატი ალპინისტების ჯგუფის ოთხი წევრი მწვერვალ „უშბაზე“, ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლეზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპნენ. ორი გარდაცვლილი ალპინისტი მაშინვე იპოვნეს. 2012 წელს კი ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის წევრებმა მესამე გარდაცვლილი ალპინისტის ნეშტს მიაკლიეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა, ხორვატული ექსპედიციის მეოთხე დაღუპული წევრის ნეშტის სავარაუდო ადგილმდებარების შესახებ შეტყობინება მიიღო. მაშველებმა საძიებო ღონისძიება შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს და რამდენიმე საათში ნეშტს მწვერვალ „უშბის“ ერთ-ერთ მყინვარზე მიაკვლიეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად გარდაცვლილის ვინაობის დადგენა შეძლეს, ის ცნობილი ხორვატი ალპინისტი ნენად ჩულიჩია.

გარდაცვლილი ალპინისტის ოჯახის წევრებს ნეშტის პოვნის შესახებ უკვე ეცნობა. ნეშტი ამ დროისათვის მესტიაშია გადასვენებული.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s