RSS

ურეკში გადაუღებელმა წვიმამ სანაპირო ზოლი დატბორა

18 აგვისტო

urekiდღეს, დილიდან ურეკში ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია. დამსვენებლების თქმით, დატბორიალია ეზოები. წყალი ეზოებში მუხლებამდე დგას, გადაუღებელი წვიმის გამო, წყლის დონე იმატებს და საფრთხეს უქმნის შენობებს. წყალმა დატბორა სახლების პირველი სართულები. სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელისუფლება და საგანგებო სიტუაციების სამსახურები ჯერ-ჯერობით ადგილამდე არ მისულან და არც არანაირი სამაშველო სამუშაოები არ ტარდება.

„სადაც მე ვარ ეს არის N3 პლაჟის მიმდებარე ტერიტორია. ზღვიდან სულ რაღაც 100 მეტრი იქნება და მთელი ეს ზოლი დატბორილია. ამ ზოლში უამრავი სასტუმროა და შესაბამისად, ბიუჯეტშიც შედის თანხა. ტურისტებითაა სავსე ეს სასტუმროები და ამას რომ ხედავენ, ვის მოუნდება ამ ადგილზე მეორედ ჩამოსვლა,“ – ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი.

ოზურგეთის გამგებლის კოტე შარაშენიძემ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სტიქიაა და მათ მხოლოდ ერთი სახანძრო მანქანა ჰყავთ და ვერაფრით დაეხმარებიან ურეკელებს, რადგან ყველგან ასეთი სიტუაციაა.

ურეკს კი სტიქია უტევს. ადგილობრივების თქმით, უკვე წყალმა სარდაფებში ჩააღწია და საჭიროა იქიდან წყლის ამოტუმბითი სამუშაოები ჩატარდეს.

ფოტო: ეკა ფირცხალავა

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s