RSS

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 22 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია

18 აგვისტო

lanchxutiძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში 22 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია, – აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” სოფლის რწმუნებულმა, გულნარა ჩიჩუამ დაუდასტურა.
ლანჩხუთის გამგებლის ინფორმაციით, ჭანჭათის გარდა სტიქიამ სერიოზულად დააზარალა სოფლები ზემო და ქვემო აკეთი. როგორც სოფელ აკეთის რწმუნებულმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მოვარდნილმა ღვარცოფმა ხიდ-ბოგირები დაანგრია. სერიოზულ ზარალზე საუბრობს მდინარე სუფსის ადიდების გამო სახნავ-სათესი სავარგულების გარეშე დარჩენილი მოსახლეობაც. “ჩვენ უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლების ინფრასტრუქტურა, წაღებულია ხიდ-ბოგირები, დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები”, – აცხადებს ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე.
სოფლის რწმუნებულების ინფორმაციით კი, სტიქიამ ორი კვირის წინ წყალდიდობისგან დაზიანებული ხიდ-ბოგირები და სავალი გზის ნაწილი ისევ დააზინა. მათივე ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები აღნიშნულ ობიექტებზე სამი დღის წინ დასრულდა.
“წელს რაც ხდება, ასეთი, ადრე არაფერი გვინახავს. სტიქია და წვიმა სულ იყო, მაგრამ ასეთი არაფერი ყოფილა. რაც ორი კვირის წინ წყალდიდობას გადაურჩა, დღეს წაიღო. სიმინდი აღარ შეგვრჩა და თხილი, გამოზამთრება გაგვიჭირდება ხალხს”, – აცხადებენ სოფელ აკეთის მცხოვრებლები, რომლებიც ხელისუფლებას ზარალის დათვლასა და დახმარებას სთხოვენ.

http://www.ipn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s