RSS

ნადირობის სეზონი იხსნება

17 აგვისტო

paliastomi1217 აგვისტოდან ნადირობის სეზონი იხსნება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული. სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის სეზონი განსაზღვრულია ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო ცალკეულ სახეობებზე ვადები მინისტრის ბრძანებით დგინდება.
აგვისტოს მესამე შაბათიდან – მომდევნო წლის 15 თებერვლამდე ნადირობა შესაძლებელია შემდეგ გადამფრენ ფრინველებზე: მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე).15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე ტყის ქათამზე; 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე წყალმცურავ ფრინველებზე: რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა, იხვი და მელოტა.
ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების დღიური ლიმიტები სხვადასხვაა. მწყერი – 20 ცალი; გარეული მტრედი – 10 ცალი; ჩიბუხა – 5 ცალი; ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი; ქედანი – 10 ცალი; გვინძი (გულიო) – 10 ცალი; ტყის ქათამი – 7 ცალი; წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის საჭიროა დოკუმენტაცია. კერძოდ, “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), რომლის ღირებულება ანუ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სანადირო სეზონზე 10 ლარს შეადგენს. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s