ხვალ, 11 აგვისტოს, 17:00 საათზე, ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთის ღვინის ფესტივალი გაიმართება! ფესტივალზე დასწრების მსურველები თბილისიდან გამგზავრებას სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით შეძლებენ, რომლებიც მათ სასტუმრო „რადისონის” წინ 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დაელოდება. “იმერეთის ღვინის ფესტივალი 2013″-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ადმინისტრაციის განმარტებით, მსგავსი ფესტივალი უკვე გაიმართა ქართლში, მომავალში კი ის მთელ საქართველოს მოიცავს.
„ღვინის ფესტივალი მიზნად ისახავს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნებასა და განვითარებას. აღნიშნული ფესტივალის გამართვა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის ხელს შეუწყობს შემორჩენილი უნიკალური ჯიშებით ახალი მწარმოებლების დაინტერესებას და მათგან დამზადებული ღვინის რეალიზაციასა და ადგილის დამკვიდრებას შიდა თუ გარე ბაზრებზე”- განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ქუთაისში, იმერეთის ღვინის ფესტივალი გაიმართება
10
აგვისტო