RSS

ქობულეთით უკრაინელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ

09 აგვისტო

qobuleTi02ქობულეთის ტურისტულ ზონაში ინვესტირებით უკრაინელი ბიზნესმენები ინტერესდებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ზონაში ოპერირებით უკრაინელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან.
„ამ დროისათვის ქობულეთის ტურისტული ზონით უკრაინელ ბიზნესმენები არიან დაინტერესებულნი და მათთნ მიმდინარეობს მოლაპარაკებები”- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ტურისტულ ზონებთან მიმართებაში ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობა უკვე არსებობს და ახალ ინვესტორებთან ხელშეკრულებებიც სწორედ ამ კანონისა და პირობების შესაბამისად დაიდება.2010 წელს ქობულეთში “თავისუფალი ტურისტული ზონის” განვითარების მიზნით, ე. წ. “ფიჭვნარის” ტერიტორიზე, ზღვიდან 1400 მ-ის დაშორებით, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ პოტენციურ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა. პროექტის თანახმად, “ფიჭვნარის” ტერიტორიზე, მიწის 3 ნაკვეთი გამოიყო (საერთო ფართით 11,3 ჰა), სადაც 30 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა. მთავრობამ განსაზღვრა ასევე სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი და ინვესტორი საკუთარი სურვილის მიხედვით არჩევდა თუ რა ტიპის სასტუმროს ააშენებდა. იმავდროულად, ინვესტორს მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცემოდა.

2012 წლის დეკემბერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ აჭარაში რამდენიმე ტურისტული ზონის შექმნაა დაგეგმილი, რადგანაც აჭარას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია და ხელისუფლება ამ პოტენციალის გამოყენებას  შეეცდება.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s