ბევრი ფიქრის შემდეგ, მაინც გადავწვიტე დამედო… ეკოფაქტი მაინც ეკოფაქტია. ამ ტკივილს ყველა თავისებურად განიცდის, მეც დღემდე მტკივა და ვერ ვერევი… ამიტომაც გადავწვიტე აქ დამედო, იმ დღეების ჩანაწერები… თუმცა აქაც ნაკლებადაა ჩემი შეგრძნებები… მაინც იდოს აქაც…
ოლიკო ცისკარიშვილი
ქუჩებში შიში. ტანკები, იარაღიანი ჯარისკაცები. თვითმფრინავების ინტენსიური ფრენა და გამუდმებით აფეთქებების ხმა. საარტილერიო დაბომბვისგან განადგურებული ქალაქები, სოფლები, პორტები, ხიდები. რუსი ჯარისკაცების მიერ გაძარცვული სახლები, გაუპატიურებული ქალები, დახოცილი კაცები, მოხუცები, ბავშვები. ეს არაა რომელიმე ბოევიკური ფილმიდან ამონარიდი. ეს დღევანდელი საქართველოს რეალობაა. ნამდვილად არ ვიცი, ვისი პოლიტიკური თამაშის მსხვერპლია ჩემი სამშობლო, ამას მომავალში გავიგებთ, დღეს კი ფაქტია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, რუსეთის ჩექმით ითელება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მოსახლეობის ყველანაირი უფლება. დასავლეთ საქართველოდან ათასობით დევნილია სახლკარისა და საკვების გარეშე დარჩენილი. ათობით დახოცილი კი უპატრონოდაა მიყრილი რუსების კონტროლირებად ტერიტორიებზე. ათობით დაჭრილი კი სამედიცინო დახმარების გარეშეა დარჩენილი და სიკვდილს ებრძვის. გაიქურდა სახლები, მაღაზიები, ბანკები, გათიშულია საკომუნიკაციო საშუალებები. დაბლოკილია რუსული ინტერნეტგვერდები. არ მუშაობს ელექტრონული ფოსტაც. იწვება ტყეები და ნაკრძალები. თითქმის განადგურებულია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ აღიარა ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ომს აწარმოებს, რუსული მხარე ამ ფაქტს უარყოფს და ამ ოპერაციას სამშვიდობოს უწოდებს. საქართველოს მშვიდობა დაუბრუნდება და ქვეყანაში ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგება. მანამდე კი დევნილები კარვებში, სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობებში ცხოვრობენ.
ისან-სამგორის რაიონში, ვაზისუბანში მე-40 საჯაროს სკოლაში 136 დევნილია. მათგან 5 ჩვილი ბავშვია, 1-3 წლამდე 2 ბავშვი. 3-5 წლამდე – 4; 5-დან 12 წლამდე – 13; 17-წლამდე 5 ბავშვი. მათ უმეტესობას არ აქვს ელემენტარული პირობები და იატაკზე უწევთ ძილი. სკოლაში სულ 51 ოჯახია შესახლებული.
&ქუოტ;დევნილები ჩვენს სკოლაში 13 აგვისტოს შემოვიდნენ. მათ ჩვენი უბნის მოსახლეობა ეხმარებათ, საპატრიარქო დაგვეხმარა კვების პროდუქტებით და პირველადი მოხმარების საგნებით. დაგვეხმარა რუსუდან კერვალიშვილიც, ისან-სამგორის გამგეობა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, მაგრამ ეს დახმარება იმდენად მცირეა, რომ არაა საკმარისი, გუშინ ერთ-ერთმა მოსახლემ მთლიანი ხარი დაკლა და დევნილები დააპურა, მოსახლეობას მოაქვთ ლეიბები, საბნები, ჭურჭელი, საჭმელი. ბავეშვები სახლში მიჰყავთ და აბანავებენ. დახმარება კიდევ გვჭირდება. განსაკუთრებით საწოლებზე, 79 პროცენტს ჯერ კიდევ იატაკზე ძინავს. ჩვილი ბავშვები ასე თუ ისე კარგად გვყავს. ერთი დევნილი ფეხმძიმედაა, მეექვსე თვეში. ორმაგად დევნილია. კოდორიდან დევნილი ორი ოჯახი გვყავს. რამოდენიმე ოსების ოჯახი გვყავს. შერეული ოჯახი კი ორი. სკოლის ყველა საკლასო ოთახი დევნილებითაა დაკავებულია. რამოდენიმე ოჯახი თითო საკლასო ოთახში ცხოვრობენ. პირველი სექტემბერი ჩვენთვის პრობლემა იქნება, სავარაუდოდ, სწავლა ვერ დაიწყება. ვაზისუბანში 5 სკოლაა და ხუთივემ დევნილები შეიფარა,&ქუოტ; _ ამბობს თბილისის მეორმოცე საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჩეკურიშვილი.
36 წლის მანანა არხოსაშვილი ომს შვილებთან ერთად 13 წლის გიორგი და 10 წლის ინგა მეურმიშვილთან ერთად გამოექცა: &ქუოტ;როცა დაბომბვები დაიწყო გამოვიქეცით, ქუჩაზე ტრასაზე ვიღაც უცნობმა მძღოლმა გაგვიჩერა მანქანა და კრუზაოზე შეგვსხა ჩემი შვილებიანად და თბილისში ჩამოგვიყვანა. თუ რამე გვქონდა ისიც დამენგრა და დამეწვა. აქ რომ ჩამოვედით ჩემმა მეგობარმა წამიყვანა თავის ნაცნობებთან სასტუმროში, სადაც 15 ადამიანი ვიყავით ერთ ოთახში, მერე აქ მოვედით. ბავშვებს საწოლი და ლეიბიც არ აქვთ, რომ თუნდაც ღამე ნორმალურად დაიძინონ. იატაკზე, სკამებზე, მერხებზე ვწევართ. არ გვაქვს არც ქვაბები და არც თეფშები. სკოლის პერსონალი გვეხმარება, მოსახლეობა, ჩვენ ავიტანთ ყველაფერს, იატაკზე წოლასაც და შიმშილსაც. ესენი ხომ მოზარდები არიან.&ქუოტ;
52 წლის კახნიაშვილი გულიდა სოფელი შინდისიდან გვიყვება;მე ერთი ბიჭი გამოვიყვანე, მეორე ბიჭი და მეუღლე იქ დარჩნენ. ჩემმა მეუღლემ მითხრა აქ დარჩენილ მკვდრებს პატრონი ხომ უნდაო. იქაც დევნილი ვიყავი. გუშინ დამირეკა ჩემმა ბიჭმა ეხლა ცოტა მშვიდობააო. სროლები ჩვენთან იყო თუ იყო. მკვდრებით სავსეა იქაობაო, აყროლებულა სოფელი, გაწყვეტილია ქვეყნის ბიჭები. მატარებლის სადგური და ბინები სავსეა მკვდრებით. იქ ჩახოცეს ახალგაზრდა ჯარისკაცები. სოფელში ადგილობრივი მოსახლე 15-20 კაცია დარჩენილი და მოხუცები. 1500 კომლიდან სულ ყველა გამოქცეულია. გაიქცეოდნენ აბა, რა ყველას ბავშვი ყავდა, და ის ვინც გამოსვლა ვერ მოასწრეს ტყეებში იმალებიან. ზოგი მოკლეს, ზოგი ბომბმა იმსხვერპლა. მეზობელი კაცი ასე მოკვდა მოკვდა, ისე იყო დაფლეთილი, ცელოფანში შეუგროვეს და ისე დამარხეს.
მეზობლის ბიჭის ავტობუსით გამოვიქეცით, აი, ესე როგორც ვართ, ჩუსტებით. სად მივდიოდით ჩვენც არ ვიცოდით. აქ მოსახლეობისა და მასწავლებლების იმედად ვართ.&ქუოტ;
მეორმოცე სკოლაში ორი ახლგაზრდაა, რომლებსაც ომმა შეუშალა ხელი ოჯახის შექმნაში. ოსი ეროვნების 27 წლის ვალიევი თამაზი და ქართველი 20 წლის სოხატერი მაია.
&ქუოტ;თამაზი ჩემთან 7-ში ჩამოვიდა. ბეჭდვის საყიდლად უნდა წავსულიყავით, – იგონებს 20 წლის გორის მკვიდრი სოხატაური მაია.
;ფანჯარასთან ვიდექით და ვსაუბრობდით. მაიას ოჯახი ბაზის გვერდით ცხოვრობს. როცა ვლაპარაკობდით, მაშინ ჩამოვარდა ბომბი, ზედ შუშები გადმოგვეყარა. სადარბაზოში საერთოდ არაფერი ჩანდა. გარეთ კორიანტელი იყო. ხელი ჩავკიდე და გამოვიქეცით. მე ტაქსით ვიყავი. ესენი მარშუტკაში ჩაჯდნენ და ასე დავკარგეთ ერთმანეთი. მე ხიდის თავში ვიყავი, ესენი ახალქალაქში ჩასულან. ძლივს დავუკავშირდი. იქ ჩავაკითხე,&ქუოტ; – ამბობს შინდისის მკვიდრი, ქართველ გოგოზე შეყვარებული ოსი ვალიევი თამაზი, რომლის მშობლებიც ომს გამოექცნენ და ქარტველებთან აფარებენ თავს.
რომ დავინახე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ეხლა აღარ ვშორდებით ერთმეთს. მე ვერ დავტოვებ, ვერასოდეს. სადაც ის იქნება, იქ ვიქნები მეც. ველოდებით, როდის დამთავრდება ომი,&ქუოტ; _ ამბობს მაია.
ნიშნობა მეორე დღეს უნდა გაგვეკეთებინა, ქორწლი თვის ბოლოს უნდა გვქონოდა, აბა, რომელ ქორწილზეა საუბარი,&ქუოტ; _ ამბობს შეყვარებული თამაზი.
;ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მე გადამხდებოდა; _ ამბობს მაია.
მაიას დედა 46 წლის სომეხი ეროვნების აიდა აკოფიანიც მათთან ერთადაა.
&ქუოტ;ჩემი ქმარი ქართველია, მე სომეხი ვარ. ცუდი ეროვნება არ არსებობს, უბრალოდ, ყველგანაა უვარგისი ადამიანი. ნუ ეხებიან ეროვნებას. ეროვნება არაა ცუდი. ჩვენ რუსები გვყავს რძლებიც. კარგი ხალხი ყველგანაა. ისევე, როგორც ცუდი. არ ვიცი. გაგიჟებული ვარ ამ ომის გამო. – ამბობს მაიას დედა, რომელიც პატარა 8 თვის გიორგი ვალიევს, რამაზის ძმიშვილსაც უვლის. ოთახში სადაც ისინი ერთად იძინებენ უკვე მერამდენე დღეა 33 ადამიანი ცხოვრობს. აქ მხოლოდ ორი საწოლია, დანარჩენებს ღამე იატაკზე სძინავთ.
80 წლის ილურიძე მარიამი და მისი მეუღლე 80 წლის ილურიძე სერგოც ცხინვალიდან გამოექცნენ ომს.
;ჩემი შვილებიც ლტოლვილები არიან. ეხლა არ ვიცი სად არიან. ერთად წამოვედით გორიდან. ეხლა სად არიან არ ვიცი. არ იციან რომ ჩვენ აქ ვართ,&ქუოტ; – ყვება და ცრემლები სათქმელს არ აცლიან.
57 წლის ლაურა მერაბიშვილი იგონებს: ;მე და ჩემი ორი მეზობელი ეზოში ვიდექით. ვუყურებდით როგორ დაფრინავდა ოთხი დიდი თვითმფრინავი, ისინი ცხინვალისკენ გადაფრინდნენ, რამოდენიმე ხნის შემდეგ უკან დაბრუნდნენ, სამი ისევ უკან დაბრუნდა და ერთი ჩამორჩა. ვლაპარაკობთ და ვუყურებდით ამ თვითმფრინავებს, უცებ გაიხსნა თვითმფრინავის უკანა ნაწილი და გადმოყარა რაღაცა. გვიან მივხვდი, რომ გვბომბავდნენ. დავიყვირე, რომ გვბომბავდნენ. მოვასწარი, გარაჟებს ამოვეფარე. იმ ქალს, რომელიც ჩემს წინ იდგა, &ქუოტ;ასკოლკა&ქუოტ; მოხვდა. გაუხვრიტა შუბლი და ფერდი. აქედან ამოასხა სისხლმა და ნაწლავებიც გადმოიყარა ძირს. დავარდა. საწყალმა ისღა თქვა, რომ მიშველეთ რამე, ნუ მომკლავს ღმერთი. დავუძახე მეზობელ კაცებს. ჩვენი მეზობლის მანქანით გოსპიტალში წაიყვანეს. დანარჩენები მეზობლის სარდაფში ვიმალებოდით საღამომდე. მერე კი დაურეკეს სახლის პატრონს, კიდევ აპირებენ დაბომბვასო. გარეთ გამოვვარდით. გზაში ჩემი გოგო შემხვდა, თურმე მეძებდნენ. ჩავსხედით მარშუტკაში და ჩავედით კასპის ახალქალაქში. იქ სამი დღე ვიყავით. უკვე რომ შევატყვეთ რომ სიტუაცია იქაც ძალიან დაიძაბა, და იქაც რუსის ტანკები ჩადგა, თბილისში წამოვედით. ეხლა ყველა აქ ვართ….;
მარინე საჩალელი სვენეთის მცხოვრები 48 წლის, სამი შვილის დედა ყვება: &ქუოტ;ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე გავნადგურდებოდით. ჩვენ უკანასკნელ წამებამდე იქ ვიყავით, იმიტომ რომ შვილები ომში გვყავდა. პირადად ჩემი შვილი კოდორში იყო და არ ვიცოდი როგორ იყო. ერთ ხელში ლოცვანი მეჭირა და მეორეში ტელეფონი. შვილის ზარს ველოდებოდი. როგორც იქნა დამირეკა და მხოლოდ ის მითხრა რომ ცოცხალი იყო. მეორე დღეს შემოესივნენ რეჰას, სვენეთს, კარალეთი სულ გადაწვეს. ვიდრე ჩემმა მეუღლემ თავის თვალით არ დაინახა რომ სოფელს აოხრებდნენ, მანამდე ყველას ანუგეშებდა ყველაფერი კარგად იქნებაო. კაცებს სასაკლაოზე უშვებდნენ, ქალებს აუპატიურებდნენ, ყველაზე მეტად ამის მეშინოდა, ისე დაბომბვის არ მეშინოდა, როგორც ამის. სვენეთიდან უკანასკნელ მანქანას გამოვყევით. კასპში ჩავედით, მაგრამ ორჭოსანსაც ჯარი მოადგა. თბილისში გამოვიქეცით. თბილისში მანქანა ამოგვიტრიალდა, აქაც გადავრჩით. საშინელად დანგრეული მანქანიდან ყველა ცოცხალი გადმოვედით. ჩვენ ისევ რწმენა გადაგვარჩენს. ჩვენ ერს ვერავინ მტრულად ვერ გადააშენებს. ჩვენ ძლიერი ხალხი ვართ. ვიცოდი, რომ გულისხმიერი ხალხი ვართ ქართველები, მაგრამ აქ უკანასკნელი ლუკმა გაგვიყვეს და მოგვიტანეს. ჩვენთან ერთად რუსი ქალბატონიცაა დევნილი. მე ჯერ არ მინახავს ვინმეს აგრესია გამოეხატოს მის მიმართ. როგორც ჩვენ გვიდგანან გვერდში ისე მას.
2008 წელი