RSS

მედიაკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

06 აგვისტო

sidaა/წ 6 აგვისტოს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“–ს მიერ ორგანიზებული რეგიონული პრობლემატიკის მედიატურის/კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

კონკურსის გამარჯვებულად შემდეგი ჟურნალისტები დასახელდნენ: I ადგილი – ოლიკო ცისკარიშვილი – მედიასაშუალება „iReporter“, “Eko Fact”, II ადგილი – სუხლან მესხიძე –„25–ე არხი“, III ადგილზე კი სამი ჟურნალისტი გავიდა:თეა თოფურია – რადიო „თავისუფლება“მანანა ვარდიაშვილი – „ლიბერალი“და თამარ კვინიკაძე – ჟურნალი ,,გზა”.მედიატური, ა/წ 9 -11 და 16-18 ივლისის განმავლობაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 20–მდე ჟურნალისტმა მიიღო.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონები მოიარეს.

ტურის ფარგლებში, ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი არასამთავრობოების წარმომადგენლებთან ერთად, უშუალოდ გაცნობოდნენ რეგიონულ პრობლემატიკას და გამოეკითხათ რესპოდენტები.

მედიატურის შედეგად 14–მა ჟურნალისტმა 60–ზე მეტი მასალა მოამზადა (იხ. ბმული: http://bit.ly/13haJpd), საუკეთესო 6 ნამუშევრის ავტორი კი ფულადი პრემიით და სიგელით დაჯილდოვდა. (I ადგილი – 800 ლარი; II ადგილი – 500 ლარი; III ადგილი – 250 ლარი).

შენიშვნა: მედიატური დაიგეგმა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ფასილიტაციით და „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მხარდაჭრით.

http://www.cso.ge/activobis_ruka_shida.php?id=666

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s