RSS

რაბათის აღდგენამ ახალციხე გამოაცოცხლა

05 აგვისტო

ოლიკო ცისკარიშვილი

“რაბათის აღდგენამ გამოაცოცხლა ჩვენი ქალაქი,” – ამბობენ ახალციხელები.

რაბათის თანამშრომელთა თქმით, ხანდახან რაბათს, დღეში, ათასზე მეტი ტურისტი ყავს, ძირითადად ადგილობრივებიც, თუმცა საზღვარგარეთელი ვიზიტორებიც მრავლად არიან.

რაბათის ახალაღდგენილ ცეხესიმაგრეში ვიზიტორთათვის შესვლა 5 ლარი ღირს, გიდის მომსახურეობა ათი ლარია. სტუდენტებს უმართლებთ, მათთვის სტუდბილეთის წარდგენისას შესვლა უფასოა.

ძველი სამცხის მთავარი ქალაქი და სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია, დღეს კი რაიონის ცენტრი ახალციხე, რომელიც ახლა განახლებული რაბათით იწონებს თავს, მდინარე ფოცხოვის ნაპირზე მდებარეობს, ბორჯომის სამხრეთ-დასავლეთით.

რაბათის ცი­ხე-­ქა­ლა­ქი და კომ­პ­ლექ­სი, რომელიც ახალციხეში შესვლსითანავე ჩანს, უძ­ვე­ლე­სი ახალ­ცი­ხე. მის შუ­ა­გულ­ში ყვე­ლა­ზე მკვეთ­რად ახ­მე­დი­ეს მე­ჩე­თის ოქ­როს­ფე­რი გუმ­ბა­თია. “მატიენა ქართლისას” ცნობით, ძველი ახალციხე მეცხ­რე სა­უ­კუ­ნე­ში გუ­ა­რამ მამ­ფალს აუშე­ნე­ბი­ა.

ციხე-ქალაქი იმდროინდელ ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიებოდა, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, – მას სავარაუდოდ სხვა სახელი – ლომსია ერქვა.

რა­ბა­თის ცი­ხე შვიდ ჰექ­ტარ­ზეა გაშ­ლი­ლი, აქ ქარ­თუ­ლი, თურ­ქუ­ლი და რუ­სუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნი­მუ­შე­ბი გვხვდე­ბა. მნახველს რამდენიმე საათი სჭირდება რათა მტელი კომპლექსი საგულდაგულოდ დაათვალიეროს.

რა­ბა­თის ცი­ხე-­ქა­ლა­ქი პი­რო­ბი­თად ორ ნა­წი­ლად იყოფა – ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი შე­და­რე­ბით მაღ­ლა მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ძეგ­ლე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ა-­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. მათ შო­რის, ძვე­ლი აბა­ნო­ე­ბის, მე­ჩე­თის, ჯა­ყე­ლე­ბის სა­სახ­ლის და ცი­ტა­დე­ლის. ამ ცი­ხე­ში ტყვე­თა დი­ლე­გიც ყოფილა. ზო­გა­დად, ახალ­ცი­ხე ტყვე­თა ყიდ­ვა-­გა­ყიდ­ვის ცენ­ტ­რი ყო­ფი­ლა, აქ იყ­რიდ­ნენ თავს გუ­რია-­სა­მეგ­რე­ლო­-ი­მე­რე­თი­დან მო­ტა­ცე­ბუ­ლი, ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნი­ლი, ან ნა­ყი­დი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ სტამ­ბოლ­ში გაჰ­ყავ­დათ.

კომ­პ­ლექ­სის მე­ო­რე ნა­წილ­ში სას­ტუმ­რო, ღა­მის ბა­რი, კა­ფე­ე­ბი და სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რი ემსახურტება სტუმრებს, აქვეა საკონფერენციო დარბაზიც, ამ­ფი­თე­ატ­რიც. ცი­ხის შიგ­ნით, შეყვარებილ წყვილს, სიყ­ვა­რუ­ლის და­კა­ნო­ნე­ბა­ც შეუძ­ლიათ.

rabaTi 016

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s