RSS

დაცული ტერიტორიების დაზიანება-დანაგვიანება სოლიდურ ჯარიმებთან იქნება დაკავშირებული

05 აგვისტო

tye 5დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და დაწესებული ჯარიმები იზრდება. ამასთან, ადმინისტრაციულ კოდექსს ორი მუხლი ემატება, რომელთაგან ერთი დაცულ ტერიტორიის დანაგვიანებას ეხება, მეორე – ბუნების ძეგლის დაზიანებას და ასეთ ქმედებებზე ფულად პასუხისმგებლობას აწესებს. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევთა კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. საკანონმდებლო ინიციატივა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა მოამზადა.
პროექტის თანახმად, დაცულ  ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სამშენებლო ნარჩენებით, უვარგისი კონსტრუქციებით, ნივთებით, მიწისა და კლდოვანი ქანებით დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის – 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების – 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. თუკი იგივე ქმედება სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ტერიტორიაზე იქნება ჩადენილი, ეს ფიზიკური პირებთან მიმართებაში 200 ლარიან, ხოლო ორგანიზაციების შემთხვევაში – 1 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
დაცული ტერიტორიის რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, რადიოაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვა სახის ნარჩენებით, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვაგვარი ჩამდინარე წყლებით, აგრეთვე მავნე ნივთიერებათა გამონაფრქვევებით დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
კიდევ უფრო მკაცრია ჯარიმები ზემოთაღნიშნული ქმედებების განმეორების შემთხვევაში.
რაც შეეხება ბუნების ძეგლის დაზიანებას, ამ მიმართულებით კანონში შემდეგი სანქცია იდება: ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ბუნების ძეგლის დაზიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 700 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, იზრდება ჯარიმები სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანებაზე, დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ- ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ ნებისმიერი მოწყობილობის შეტანაზე. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღითა და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებებით უკანონოდ შესვლის შემთხვევაში.

http://www.ipn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s