RSS

აშშ ამერიკელ ტურისტებს მოუწოდებს, ალ-ქაიდას ტერაქტების მუქარის გამო, მოგზაურობაზე უარი თქვან

04 აგვისტო

egvipte01აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ ტურისტებს მოუწოდებს, უარი თქვან მოგზაურობაზე ალ-ქაიდას ტერორისტული აქტების მუქარის გამო. ამის შესახებ “ბიბისი” იუწყება. დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ალ-ქაიდას” პოტენციური სამიზნე ძირითადად შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა იქნებიან. “არსებული ინფორმაციით, “ალ ქაიდა” და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები განაგრძობენ ტერორისტული აქტების დაგეგმვას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ისინი თავდასხმებს ამ პერიოდში და აგვისტოს ბოლოსკენ გეგმავენ”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტები ტურისტული ცენტრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება.
ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ბრძანება გასცა, “გატარდეს ყველა საჭირო” ზომა ამერიკელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირას აშშ-ის სპეცსამსახურებმა ხელთ იგდეს “ალ ქაიდას” ლიდერების საუბრის ჩანაწერი, სადაც ისინი აშშ-ის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მიზნით თავდასხმებს გეგმავდნენ.
რამდენიმე დღის წინ თეთრ სახლში ასევე განაცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით, აშშ 20-ზე მეტ დიპლომატიურ მისიას დახურავს რამდენიმე დღით.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s