RSS

იაპონიის მცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლების დატოვებას ურჩევენ

30 ივლ

wyaldidoba TurqetSiდაახლოებით 25 ათასმა ადამიანმა დასავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ იაპონიაში, ბოლო ღამეების განმავლობაში, ძლიერი წვიმების შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გამოწვეული წყალდიდობის მიზეზით, სახლების დატოვებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიიღეს. ადგილობრივი მასობრივი საშუალებები იუწყებიან, რომ კუნძულ ჰონსიუს ერთ-ერთ პრეფექტურაში ხელისუფლების მხრიდან 17 ათასი ადამიანი გააფრთხილეს.სტიქიისგან ძირითადი დარტყმა სიმანესა და იამუგიტის პრეფექტურამ მიიღო, სადაც ნალექის რაოდენობა საათში 143 მმ-ს აღწევს, სადაც ჯერ კიდევ კვირას, მთავრობამ 5 ათასამდე მცხოვრებს სახლის დატოვება ურჩია. ქალაქ ჰაგის რაიონში 7 თვის ნორმა ნალექი წამოვიდა. მდინარე ცუვანოგავში წყლის დონემ საშიშ ზღვარს მიაღწია. ამინდის შედეგად ელექტრო სადენები დაზიანდა, რის შედეგადაც 10 ათასამდე ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა. მთავრობისაგან ევაკუაციასთან დაკავშირებული პრობლემები აუცილებელი ხასიათის არ არის, მხოლოდ და მხოლოდ საფრთხის დონის მიხედვით იმ მოსახლეობაში ნაწილდება, რომელსაც საფრთხე ემუქრება.
კუნძულ ჰონსიუზე, კიუსიუსა და სიკოკუზე მიმდიანრე სატრანსპორტო სამუშაოები, წვიმის გამო, გადაიდო. საავტომობილო გზა დანგრეულია. აღდგენით სამუშაოებში მონaწილეობას ქვეყნის სამხედროები იღებენ. ეროვნული მეტეოროლოგიული სადგურები იაპონიას მოსალოდნელ საშაიშროებაზე აფრთხილებენ. სინოპტიკოსების პროგნოზით, ცუდი ამინდები გაგრძელდება.

მოამზადა ხატია გოგოხიამ

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s