თავდასხმის შემთხვევაში, გარეული ცხოველის მოკვლის შესახებ მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა აცნობოს. მოსახლეობაზე და შინაურ ცხოველებზე მგლების თავდასხმის შემთხვევაში განსახორციელებელი ქმედებების შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში, როდესაც გარეული ცხოველი, მათ შორის მგელი, თავს ესხმის მოსახლეობას, მათ შინაურ ცხოველებს ან ანადგურებს ადამიანთა ქონებას, მოსახლეობას უფლება აქვს მოკლას ეს ცხოველი. ამ შემთვევაში სამინისტროს ნებართვა არ არის საჭირო და გარეული ცხოველის მოკვლისთვის არც საჯარიმო სანქციებია დაწესებული, თუმცა ცხოველის მოკვლის ფაქტის შესახებ უნდა ეცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.
“თუ მოსახლეობა ვერ მოახერხებს გარეული ცხოველის მოკვლას თავდასხმის მომენტში, მან გარეული ცხოველების მიერ შექმნილი საფრთხეების თაობაზე უნდა მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელიც თავის მხრივ მიმართავს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება გარეული ცხოველის მოკვლის (გარემოდან ამოღების) შესახებ. დასკვნაში მითითებული იქნება აგრეთვე გარეული ცხოველის სახეობა, ოდენობა და მოპოვების ხერხები. ცხოველთა მოპოვება ხორციელდება სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მინისტრის ბრძანების საფუძველზე. გარეული ცხოველის გარემოდან ამოღებას ახორციელებს ადგილობრივი |თვითმმართველობის ორგანო”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, გარეული ცხოველების, მათ შორის მგლის მოსახლეობაზე თავდასხმების ფაქტების არსებობისას, ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებები ხორციელდება “გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად.
გარეულ ცხოველის მოკვლის შემთხვევა ადგილობრივ თვითმართველობას უნდა ეცნობოს
29
ივლ