RSS

ქუთაისის ნაგავსაყრელი უახლოეს მომავალში დაიხურება

28 ივლ

nagavsayreli 007ოლიკო ცისკარიშვილი

გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, დაახლოებით, 1957 წელს ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამჟამინდელ ნიკეას დასახლებაში გამოიყო ნაგავსაყრელისთვის ტერიტორია, მაშინ აქ არც დასახლება იყო და არც პოლიგონიდან მომდინარე აუტანელი ნაგვის სუნი აწუხებდა ხალხს და არც მღრღნელებისა და მწერებისგან უხდებოდათ თავის დაცვა.ქუთაისის ნაგავსაყრელი კარგა ხნის დახურული უნდა იყოს, თუმცა რიგირ პრობლემების გამო, იქაურები დღემდე შეწუხებულები არიან ამ პრობლემით. ნაგავსაყრელი დღემდე საფრთხე უქმნის გარემოს და აბინძურებს მდინარე რიონს, რომელსაც მოსახლეობა სარწყავადაც გამოიყენებს.

ნაგავსაყრელის დახურვაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა და უკვე გამოყოფილია მილიონნახევარი ლარი, თუმცა სპეციალისტების თქმით, “თუკი ნაგავსაყრელი დაიხურა წესების გარეშე, უარეს შედეგებს მოიტანს.” დღეს პრობლემა პრობლემად რჩება, რადგან ნაგავსაყრელი ტოქსიკური გამონაყოფების ბუდეა, როგორც ჰაერში,ა სევე სასმელ და გამდინარე წყლებში, წყალსატევებში.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხები გამოყო გერმანიის განვითარებისა და რეკოსნტრუქციის ფონდმა. შპს “მყარი ნარჩენების კომპანია” რეგიონალური განვიტარებისა და ინფრასტრუტქურის სამინისტროს კოორდინაციით იწყებს ახალი პოლიგონის აშენებას და ძველის დაკონსერვებას.

“დაახლოებით 15 ჰექტარი მიწაა ნაგავსაყრელი, დაიფარება ინერტული მასალით, რაც სპობს მისი აალების საშიშრობებას, უკეთდება თხრილი, გამდინარე  წლებში არ მოხდება ტოქსიკური ნაერთების ჩადინება. პირველ ეტაპზე, პრევენციული ღონისძიებებისთვის მილიონნახევარი ლარი დაიხარჯება. მიმდებარე ტერიტორია გაიწმენდება პლასტიკური შენაერთების პროდუქტისგან, ცელოფნის პარკებისგან, ბოთლებისგან. მოსწორდება ნაგავსაყრელის ზედაპირი და გადაიფარება ინერტული მასალით. მოგვიანებით რეკრიაციული სამუშაოები ჩატარდება გამწვანდება, მოეწყობა სკვერები, პარკები და ა.შ.” – ამბობს თენგიზ თოფურიძე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი და ირწმუნება რომ სამუშაოები რამდენიმე კვირაში დაიწყება.

ახალი ნაგავსაყრელისთვის უკვე შერჩეულია ადგილი, ქუთაისის შემოსასვლელში, ახალგაზრობის გამზირისკენ, მოსახლეობისგან მოშორებით. თენგიზ თოფურიძის თქმით, იქ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი აშენდება.

“ესაა რამდენიმე წლიანი პროექტი. ზოგადად სარეაბილიტაციო და დახურვითი სამუშაოები შეადგენს 4 მილიონ ნახევარ ევროს. პარალელურად, მიმდინარეობს ორი ტიპის სამუშაოები. ერთი მყარი ფენით ინერტული მასალით დაფარვა ძველი ნაგავსაყრელისა და გრძელდება იქ ნარჩენების შეტანა და ახალი ნაწილი იწყებს რეაბილიტაციას. სამუშაოები სინქრონულად მიმდინარეობს. ახალი ნაგავსაყრელს არც გამდინარე წყლები უკავშირდება, არც სასიცოცხლო ობიექტებთან არაა ახლოს, არც საძოვრებთან, არც სახნავ-სათეს მიწებთან, უკეთდება დამცავი ღობე რომ საქონელი არ შევიდეს,” – ამბობს იგი.

ქუთაისთან ახალ პოლიგონზე, ნარჩენებს ახლო მდებარე მუნიციპალიტეტები შეიტანენ -წყალტუბო, სამტრედია, ტყიბული, ჭიათურა…

nagavsayreli 008

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s