RSS

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 5 მილიონ ლარზე მეტია

26 ივლ

mewyeri 1008სტიქიის შედეგად დასავლეთ საქართველოში გამოწვეული ზარალი 4 000 000 ლარია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ მთავარობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ამას ემატება დუშეთში, ფშავში სტიქიის შედეგად გზის მოწყვეტისა და დაზიანების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა, რაც საერთო ჯამში მილიონნახევარი ლარია. სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა კიდევ გრძელდება.“მუნიციპალიტეტებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ადგილობრივმა კომისიებმაც ჩვენ სამინისტროს სამსახურებთან იმუშავეს. სტიქიის შედეგად დასავლეთ საქართველოში ინფრასტრუქტურული ზარალი არის 4 000 000 ლარამდე, თუმცა ამას ემატება კიდევ ციფრები”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით არსებული ზარალის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სხდომაზე წარადგენს, განკარგულება კი ელექტრონული წესით ორშაბათს იქნება მიღებული.
კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. მინისტრები 33 საკითხს განიხილავენ.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s