ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის გიორგი სიგუას სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად ქვეყნის მასშტაბით ტურისტულ ობიექტებში მომსახურების სფეროს გაუმჯობესება სახელდება. რისთვისაც უწყებაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იქმნება, რომლის მიზანიც ქვეყნის მასშტაბით ტურისტულ ობიექტებში მომსახურების სფეროს გაუმჯობესება იქნება.აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საქართველოს წამყვანი სასტუმროებისა და სარესტორნო ქსელის გენერალური დირექტორები, ასევე დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრის მთავარი თემა ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია იყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება ხარისხის ნიშნის მქონე ორგანიზაციების ბაზის შექმნასა და კერძო და საზოგადოებრივი სექტორის ჩართულობაზე, ასევე საუბარი შეეხო შეფასებითი სისტემის პროექტის სტადიებს.
ყველა მონაწილემ ერთსულოვნად აღნიშნა რთული და არადამაკმაყოფილებელი სერვისის დონე ქვეყანაში. აღნიშნული მნიშვნელოვნად აფერხებს ტურიზმის განვითარებას და ამ მიმართულებით საჭიროა ტურიზმის მესვეურებმა გადადგან ნაბიჯები, რომელიც გამოიიწვევს სამომხმარებლო, სასტუმრო და სარესტორნო სერვისის ხარისხის ამაღლებას.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის აღმასრულებელმა მენეჯერმა აღნიშნა, რომ არ არის კადრები შესაბამისად მომზადებული და სასტუმროებს უწევთ თავად ხანგრძლივი გადამზადება. მოიყვანა მაგალითი, რომ ყაზბეგის სასტუმროში მიმტანად დასაქმების არც ერთი ადგილობრივი მსურველი არ აღმოჩნდა და სამუშაო კონტინგენტი თბილისიდან აიყვანეს. „საჭიროა ამ სახის დასაქმების პოპულკარიზაცია მთელს ქვეყანაში მოხდეს“ განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.
სასტუმრო „რედისონის“ გენერალური მენეჯერი ამ პრობლემის მოგვარებას მხოლოდ გრძელვადიანი სახელმწიფო სტრატეგიის არსებობაში ხედავს, „კარგი იქნებოდა, რომ შეიქმნას 10-15 წლიანი სტრატეგია ქვეყანაში ხარისხის დონის განვითარების კუთხით, ვინაიდან პერიოდების მიხედვით გაიწერება განვითარება, რომლის საბოლოო შედეგი ევროპული მომსახურეობის დონის მიღწევა იქნება“ განაცხადა მაიკლ ჯაკობმა.
შეხვედრაზე განიხილეს მთავრობის ინიციატივაც, სადაც მთავრობა აპირებს 100% პროფესიული განათლების დაფინანსებას, მათ შორის სასტუმრო და სხვა სამომსახურეო ბიზნესის სპეციალისტთათვის.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გამოთქვა რამოდენიმე მოსაზრება აღნიშნული პროფესიების პოპულარიზაციის თაობაზე, „მომსახურე სფეროში მომუშავე ადამიანების პრიფესიის პოპულარიზაციის მიზნით კარგი იქნება, თუ გაკეთდება გადაცემათა ციკლი სახელმწიფო მოხელეთა, თანამდებობის პირთა და სხვა საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების მონაწილეობით, სადაც იმპროვიზირებულ სიუჟეტებში მომსახურების ობიექტებზე ისინი მიმტანების ან სხვა ამპლუაში მოგვევლინებიან, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თანამდებობის გაპრესტიჟულობისთვის და ზოგადად მენტალიტეტზე ზეგავლენისთვის რომ შრომა სირცხვილი არ არის“, განაცხადა გიორგი სიგუამ.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ გამოითქვა მოსაზრება ტურიზმის სფეროში ინტერნეტ მაღაზიის მსგავსი გვერდის შექმნისა, სადაც ტურისტს შეეძლება შეარჩიოს შეთავაზებები სხვადასხვა ტურისტული ორგანიზაციებიდან და სასტუმროებიდან მომსახურეობის შესახებ, ასევე ხარისხის კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმი ფარული სტუმრის სტატუსი იქნება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამ ინიციატივას მიესალმება ტურიზმის ინდუსტრიაში ჩათული კერძო სექტორი და მზადყოფნას გამოთქვამს თავიანთ აქტიურ ჩართულობაზე.
მსგავს შეხვედრებს ტურიზმის ბიზნესთან და ასოციაციებთან ექნება მუდმივი ხასიათი. ადმინისტრაცია იმუშავებს შეფასების სისტემის ასამუშავებლად ქვეყანაში. მოიძიებს ყველა საშუალებებს ამ მიმართულებით განვითარებისათვის. ადმინისტრაციის სამუშაო ჯგუფი მზად არის იმუშაოს სტანდარტის და შეფასების სისტემის შექმნისა და მონიტორინგისათვის ბიზნესთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით.