RSS

სოფელ კარდენახში რამდენიმე ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს

14 ივლ

mewyeri 001სოფელ კარდენახში, სადაც 2800 ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე ათეული ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. 53 წლის კორახაშვილი დავითი ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს ობოლ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი თქმით, 2010 წლიდან ითხოვენ დახმარებას მთავრობისგან. “არჩევნების შემდეგ ვიყავით გამგეობაში და გეოლოგების დადებული დასკვნაც დაკარგულია, წერილი პრეზიდენტის სახელზეც დავწერეთ, თუმცა ჩვენი საშველი მაინც არაა,” – ამბობს იგი.ადგილობრივების თქმით, საშინელ მდგომარეობაშია კარდენახში შაკიაანთ უბანში 33 ოჯახი. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ ამ სახლების დატოვება, რადგან ქვედა მიწისქვეშა გრუნტი მოძრავია და შენობების კედლები თანდათან ინგრევა.
“დავითის სახლის იატაკიდან პირდაპირ წყალი ამოდის, ნესტისგან სუნთქვაც შეუძლებელია. ფაქტობრივად, ეს სახლები წყალზე დგას. ჩვენ ორი წლის წინ ჩვენი ხელით დავანგრიეთ ორ სართულიანი სახლი, რადგან ვხედავდით რომ კედლები ინგრეოდა და მიწა ვერ უძლებდა კედლების სიმძიმეს, მიწისქვეშ წყალია, მიწა მცურავია. დავანგრიეთ, რომ არ მოგვზვავებოდა და თან არ დავეყოლეთ. მერე ოდნავ ზევით, ვიყიდეთ ბინა, ჩვენი მეზობლის ბაღჩა ღელემდე ჩავიდა ისე ცურავს მიწა,” – ამბობს დავითის ყოფილი კარის მეზობელი გოგებაშვილი ნინო და სახლის ნანგრევებსაც გვაჩვენებს, – მაშინ არ დაგვეხმარნენ და ახლა ვინ დაგვეხმარება…
54 წლის ტაბახმელაშვილი გივის სახლიც სავალალო მდგომარეობაშია. “შვილიშვილი, აქ შიშით ვერ მომიყვანია, მეშინია კედლები არ ჩამოინგრეს და არ მოიყოლოს ბავშვი,” – ამბობს იგი და გვაჩვენებს ჩამონგრეულ და გადაწოლილ კედლებს.
კარდენახში მხოლოდ ეს პრობლემა არაა. სოფელს სასმელი წყალი დღეგამოშვებით და მხოლოდ 3-4 საათით მიეწოდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯონი ოსიაშვილი ამბობს, რომ გეოლოგების დასკვნა ვერ წარმომიდგინეს, 15 ოჯახი მართლა საშინელ მდგომარეობაშია, მათი იქ ცხოვრება უბრალოდ არ შეიძლება. ისინი ანალოგიურ ფართს ითხოვენ დ აანალოგიური ფართი არის ორ სართულიანი სახლები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ საქმეს სწავლობს. აუცილებლად მოგვარდება მათი საკითხი. მთავრობა ამ საკითხზე რეაგირებას მოახდენს. კარდენახში არის იმდენი სახლი, რომ შეიძლება მათი შესყიდვა. წელს ამ საქმეს აუცილებლად მოვაგვარებთ.
მედიატური ტარდება პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ,,სიდას” ფასილიტაციით ხორციელდება.
ოლიკო ცისკარიშვილი

mewyeri 004 mewyeri 006

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s