RSS

ტრავერტები დღეს

12 ივლ

ტრავერტინები გუდაური -კობის საგზაო მონაკვეთზეა. ვინც კი ყაზბეგში ნამყოფია ყველამ იცის ეს ადგილი. ამჟამად, ტრავერტინებთან არსებული გვირაბის შეკეთება მიმდინარეობს, რისთვისაც სამშენებლო კომპანიამ  გზა პირდაპირ ტრავერტინებზე გაიყვანეს და ტექნიკა ამ გზით მოძრაობს.  სამშენებლო კომპანიისა და არა მარტო მისი განცხადებით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ ბუნების ძეგლის განადგურება, რადგან ტრავერტები სწრაფად მძარდია და მათი მტკიცებით, ორ წელიწადში ჩვეულ ფორმაში ჩადგება. თუმცა მის პირვანდელი სახის დაბრუნებას, სპეციალისტების თქმით, საუკუნეები დასჭირდება.

გზის მშენებლობა დღესაც მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე ხნის წინ ატეხილი ხმაურის შემდეგ, ტრავერტინებს მშენებლები აღარ აზიანებენ.

ტრავერტები გუდაური-კობის მონაკვეთზე ერთ-ერთი მიმზიდველი და საინტერესო იყო სტეფანწმინდისკენ მიმავალი ტურისტებისთვის. თუმცა მას ძველი ხიბლი აღარ აქვს, მაგრამ დღესაც დიდი სიამოვნებით ჩერდებიან უცხოელი თუ ადგილობრივი ვიზიტორები და სამახსოვრო ფოტოებსაც ბევრი იღებს.

მედიატური ტარდება პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ,,სიდას” ფასილიტაციით ხორციელდება.

ოლიკო ცისკარიშვილი

traverti 002

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s