კანადაში კვებეკის პროვინციაში მატარებლის კატასტროფის ადგილას პოლიციამ კიდევ 24 ცხედარი აღმოაჩინა. კიდევ 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება. პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, დაკარგულები ხანძარს ვერ გადაურჩებოდნენ. მატარებელი, რომელსაც 73 ცისტერნა ნავთობი გადაჰქონდა, ქალაქ ლიაკ მეჯანტიკში მონრეალიდან 250 კილომეტრში რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის ადგილას მოხდა აფეთქება და ძლიერმა ხანძარმა მოიცვა ახლომდებარე სახლები. ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. კომპანიის დირექტორის Montreal, Maine and Atlantic Railway-ის ედ ბარხარდის განცხადებით მატარებელს გამოერთო სამუხრუჭე სისტემა. მიმდინარეობს გამოძიება. საქმეზე დაახლოებით 200 გამომძიებელი მუშაობს.
მოამზადა ამალია ამბარცუმიანმა