დღეს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის და ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის ინიციატივით გაიმართა დისკუსია მდ.ჭოროხის კირნათი ჰესის მშენებლობისა და მისი გარემოზე ზემოქმედების რისკებთან დაკავშირებით. “აჭარ ენერჯი 2007” გეგმავს მდ. ჭოროხის ბოლო 21 კმ-იან მონაკვეთზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტრო სადგურების კასკადის პროექტის განხორციელებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა გარემოსდაცვის ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააჩნიათ მთელი რიგი შენიშვნებისა, რომლებიც ეკოლოგიური თვალსაზრისით საფრთხეს უქმნის გარემოს და ადგილობრივებს.შეგახსენებთ, რომ შპს “აჭარა ენერჯი 2007” შორის 2008 წ. 28 თებერვალს დადებული ურთიერთგაგებუს მემორანდუმი. მემორანდუმი კინტრიშის ჰესის გარდა, მოიცავდა კიდევ შვიდი ჰესის აშენებას (ქობულეთის,ხელვაჩაურის, კირნათის..) 2012 წელს საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის” შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ააშენებს 5 მეგავატიანი სიმძლავრის კინტრიშის ჰესს ააშენებდნენ. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ გაზაფხულზე კომპანია აწარმოებდა მშენებლობას, თუმცა მას ამ დროისთვის არ ჰქონდა მოპოვებული არც მშებებლობის და არც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. როგორც კი კომპანიამ მიიღო გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნა სამშენებლოს სამუშაოები განახლდა, თუმცა
პროექტში შეტანილი გარკვეული ცვლილებების გამო, მათ თავიდან უნდა მოიპოვონ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.კომპანიამ შეცვალა კირნათის ჰესის კაშხლის საპროექტო სიმაღლე, გაზარდა წყლით დასაფარი ტერიტორიის ფართობი და შესაბამისად, ჰესის დადგმული სიმძლავრე.
გზშ-ს დასკვნაში ასევე ნახსენებია მდ. ჭოროხის იქტიოფაუნის შემადგენლობა. ანგარიშის თანახმად, “მქ. ჭოროხის აუზში მონაცემების შესაბამისად მუდმივად ბინადრობენ და სატოფედ შედიან ისეთი ძვირფასი სახეობის თევქები, როგორიცაა ნაკადულის კალმახი, შავი ზღვის ორაგული, კოლხური წვერა. ასევე ბინადრობენ საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მექვიშია ღოჯოც. თუმცა გზშ დოკუმენტში ძირითადად ყურადღება ექცევა რატომღაც მხოლოდ შავი ზღვის ორაგულის და მის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ შემარბილებელ ღონისძიებებს და არსად არ არის ნახსენები თუ რა ღონისძიება ჩატარდება ჭოროხში მობინადრე ნაკადულის კალმახის, ხრამულის და მდინარის იქთიფაუნის სხვა სახეობების შესანარჩულებლად.”
დასატბორი მიწების 70% უკვე გამოსყიდულია. ადგილობრივებისთვის ჰესის აშენება სერიოზულ პრობლმებთან არის დაკავშირებული. კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის მცხოვრებლებს ვერ გასცა ზუსტი პასუხები თუ რით არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი მათთვის. მშნებელობა დასრულებული არ არის, თუმცა სკოლების და სასაფლაოების დატბორვა უკვე დაიწყო. მოსახლეობამ კი კამპანიას წერილობით ტხოვნით მიმართა, რომ არ დატბორილიყო ეკლესია და სასაფლაო.არსებობს იმის საშიშროებაც, რომ წარმოდგენილი პროექტი გახდეს ერთ-ერთი მიზეზი სოფლის დაცლის და ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლისთვის ზიანის მიყენების. ამასთანავე, გამოიწვევს საქართველოს მიერ მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების, კერძოდ, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის, ევროპის ლანდშაფტტების კონვენციისა და ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის უხეშ დარღვევას.
ამალია ამბარცუმიანი
onlain joni
20/12/2016 at 23:24
საინტერესოა ნამდვილად