ბელგიაში მსოფლიში ყველაზე დიდი ყვავილი “გვამის ყვავილი” გაიშალა
08ივლ
“გვამის ყვავილი” Titan Arum (Amorphophallus titanum) არის ყველაზე დიდი ყვავილი დედამიწაზე, აყვავდა კვირას ბელგიის ქალაქ მეიზეს ნაციონალურ ბოტანიკურ ბაღში. ყვავილი, რომლის სიმაღლე 2 მეტრი და 44 სანტიმეტრია, და მისი წონა სავარაუდოდ 50 კილოგრამია, პირველად გაიშალა 2008 წელს.
მისი სახელწოდება მისი სუნის წყალობაა, იგი აფრქვევს გახრწნილი გვამისა და თევზის სუნის არომატს. მისი ხილვა რეკომენდირებულია ცხვირსახოცით ან რესპირატორით.
ყვავილი, რომელიც მხოლოდ 72 საათის განმავლობაშია გაშლილი და მხოლოდ 3-8 წელიწადს იშლება, შეიძლება ას კილომდეც ავიდეს. მიუხედავა იმისა, რომ მცენარე საშინალდ ყარს, ზოგიერთები იმასაც ამტკიცებენ, რომ მას სექსუალური ენერგიის მიცემა შეუძლია.
Titan Arum აღმოაჩინეს 1878 წელს ინდონეზიაში კუნძულ სუმატრაზე. სწორედ მისმა მცხოვრებლებმა დაარქვეს ეს უცნაური სახელი. მისი ხელოვნურად გამოყვანა და გაზრდა მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ბოტანიკურ ბაღში შეძლეს.