იაპონიაში ძლიერი სიცხის გამო, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 902 საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხუთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, იტყობინება ტელეკომპანია NHK . 50 წლის გარდაცვლილი ღია ცის ქვეშ ალაგებდა, ის საავადმყოფოში მიიყვანეს მზის დარტყმის სიმპტომებით და ძალიან მალე გარდაიცვალა. საავადმყოფოში მოხვდა ბევრი სპორტსმენიც, რომლებიც ღია ცის ქვეშ ვარჯიშობდნენ.
2013 წლის ივნისის ბოლოს ამერიკაში ათობით ადამიანმა მიმართა სამედიცინო დახმარებისთვის რეკორდული სიცხის გამო. ერთი ადამიანი ლას-ვეგასში მზის რადტყმისგამ გარდაიცვალა. უკანასკნელი მონაცემებით, ეს ხანშიშესული მამაკაცი იყო, რომელიც ცხოვრობდა ოთახში, სადაც არ იყო კონდიციონერი. ტემპერატურის მატება მისი ორგანიზმისთვის ფატალური შედეგით დასრულდა.
კალიფორნიის, არიზონისა და ნევადის მცხოვრებლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებს მიმართავენ ორგანიზმში სითხის დაკარგვით და მზის დარტყმის ჩივილებით. უკანასკნელად ამგავრი სიცხეები ამერიკაში ერთი საუკუნის წინათ დაფიქსირდა.