ქაიროში არეულობის მიუხედავად, ეგვიპტეში ტურისტების ნაკადი არ წყდება
07ივლ
ქაიროში არეულობის მიუხედავად, ეგვიპტეში ტურისტების ნაკადი არ წყდება, ალექსანდრიასა და რიგ მსხვილ ქალაქებში უცხოელი ტურისტები აგრძელებენ ვიზიტს. იქ სადაც შენარჩუნებულია მშვიდი გარემო, განაცხადა წითელი ზღვის ტამერ ნაბილმა.
“ჩამოსულ ტურისტების რიცხვი აჭარბებს ქვეყნიდან გასულთა რიცხვს, მასიური უარი დაბრონილ ნომრებზე ან ვადამდელი გასვლის ფაქტები არ აღინიშნება,” – აცხადებს ნაბილი, საინფორმაციო სააგენტო მენასთან საუბრისას.
ხურგადის აეროპორტის დირექტორის მონაცემებით, შაბათს ამ ტურისტულმა ქალაქმა მიიღო 9 ათასამდე მეტი ადამიანი 112 რეისით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ეგვიპტე ბოლო დროს, უმძაფრესი პოლიტიკური კრიზისის ქვეშაა. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სამხედრო ძალის გამოყენებით, გადააყენეს ხელისუფლებიდან. და ქვეყნის სათავეში ადლი მანსურაა.
მურსის მხარდაჭერებმა არ აღიარეს ეს უკანასკნელი და აგრძელებენ მასობრივ პროტესტს. პარასკევს შეტაკებისას გარდაიცვალა 30 ადამიანი, ათასობით კი მძიმედ დაშავდა. ამავე დროს, საკურორტო ქალაქებში ხურგადა და შარლ-ელ-შეიხი სიმშვიდეა შენარჩუნებული.