კანადაში კვებეკის პროვინციის პოლიციამ მატარებლის კატასტროფის ადგილას, აღმოაჩინა კიდევ ორი ცხედარი, იტყობინება რია ნოვოსტი.
უფრო ადრე პოლიცია იტყობინებოდა მხოლოდ ერთი გარდაცვლილის შესახებ. მატარებელი, რომელსაც 73 ცისტერნა ნავთობი გადაჰქონდა, ქალაქ ლიაკ მეჯანტიკში მონრეალიდან 250 კილომეტრში რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის ადგილას მოხდა აფეთქება და ძლიერმა ხანძარმა მოიცვა ახლომდებარე სახლები. ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით ასამდე ადამიანი დაკარგულია და არ გამორიცხავენ მსხვერპლის ზრდასაც.
კომპანია Montreal, Maine and Atlantic Railway, რომელსაც ეკუთვნის მატარებელი, ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ მაკგონილმა, განაცხადა, რომ კატასტროფის დროს მატარებელი იდგა გაჩერებაზე, მემანქანე ადგილზე არ იყო და “გაუგებარი მიზეზით, მატარებელს გამოერთო სამუხრუჭე სისტემა”.
“აქამდე არ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ ინჟინერმა ყველაფერი გააკეთა წესისამებრ, მან გააჩერა შემადგენლობა და ელოდა შემცვლელს.,” – აცხადებს მაკგონიგლი.