თბილისის ზოოპარკში ლეკვების გაჩუქების ყოველკვირეული ღონისძიება მიმდინარეობს. თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს გასაჩუქრდება 20 ლეკვი და
აქცია გაგრძელდება 4 საათამდე 🙂შეგახსენებთ, რომ ეს არაა პირველი აქცია და თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ამგვარ აქციებს ხშირად მართავს.
გაჩუქების აქციას, თბილისის ზოოპარკის და კომპანია ინვეტის მხარდაჭერით – საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება (GSPSA) და მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო ახორციელებს.