გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” ფარგლებში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი წარმოადგენს ინფორმაციას უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში სამინისტროს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების და გაწეული საქმიანობის შესახებ, აგრეთვე წარადგენს უკანასკნელ პერიოდში დანიშნულ ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს. ჟურნალისტების შეკითხვებს მინისტრის გარდა უპასუხებენ მისი მოადგილე ვახტანგ მჭედლიშვილი, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე ბიძინა გიორგობიანი, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი.
ჟურნალისტებთან შეხვედრა სასტუმროში “რედისონში” 8 ივლისს გაიმართება.
ხათუნა გოგალაძე სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს
06
ივლ