ინდოეთში, დაახლოებით ორი კვირის წინ მოსული ძლიერი წვიმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, 10 ათასს მიაღწიოს. ამის შესახებ უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. ამ დრომდე ხელისუფლება 6500 დაღუპულს ვარაუდობდა. თუმცა 3 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგულია. შტატ უკარაქხანდის მაღალმთიან რაიონებში ოთხი ათასი ადამიანი იმყოფება, რომელთა დახმარებასაც მაშველები ვერ ახერხებენ. ინდოეთში 14-17 ივნისის სტიქიის შედეგად, ამ დრომდე 822 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
ამავდროულად, სამკვირიანმა გადაუღებელმა წვიმებმა ჩინეთის აღმოსავლეთით 2 მილიონ ადამიანს შეუქმნა პრობლემა. სტიქიის შედეგად დაინგრა 1500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. პროვინცია ჩზეციანში ეკონომიკური ზიანი 90 მილიონამდე დოლარს შეადგენს.
ინდოეთში სტიქიამ 10 ათასი ადამიანი იმსხვერპლა
30
ივნ