გეღარდი აირივანქი (სომხ. Գեղարդ „კლდეში ნაკვეთი მონასტერი“), მონასტერი მდინარე გარნის ხეობაში, ერევნის სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კმ-ზე მდებარეობს. დაარსდა IV საუკუნეში. გალავნის შიგნით განლაგებულია ჯვაროვან-გუმბათოვანი ეკლესია ასტვაწაწინი (1215), რელიეფებითა და ჩუქურთმებით შემკული 4-სვეტიანი გავითი (1225), კლდეში გამოკვეთილი ორი გუმბათიანი ეკლესია (ორივე 1283, ხუროთმოძღვარი გალძაგი) და სხვა, გალავნის გარეთ კი — XII საუკუნის ნახევრად გამოქვაბული გრიგორის ეკლესია. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვირეობის ძეგლთა სიაში 2000 წელს. ტაძატში და მის ეზოში მუდამ უამრავი მომლოცველია. საოცრად ნაგებ ტაძარში მზის სხივებიც ჭერიდან აღწევს და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
ოლიკო ცისკარიშვილი