სომხეთში, რომელსაც მოლაპარაკე ქვების ქვეყანას ეძახიან, ულამაზესი ძეგლია, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდეა აგებული. ადგილობრივების თქმით, ეკლესია ქრისტიანეობის შემოსვლისას ნგრევას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მეფის დამ მეფისგან გარნი ტაძარის ხელშეუხებლობა ითხოვა. ძველად ტაძარში შესვლა მხოლოდ მეფე-დედოფალს შეეძლოთ, სადაც უხილავი წყაროდან სასწაულმოქმედი წყალი მოედინებოდა.
ადვილი წარმოსადგენია რა დიდებულად იმზირებოდნენ მეფე-დედოფალი ტაძრის ზღურბლიდან უშველებელ კიბეეებს ქვემოთ მდგარი ქვეშევრდომებისთვის. თავისი დიდებულებით ტაძარი დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
ტაძარ გარნიდან რამდენიმე მეტრში უძველესი გოგირდის აბანოებიცაა, რომელსაც ახლა უამრავი მნახველი ჰყავს.
გარნის ტაძარს მეცნიერები თარიღებენ ანტიკურ და შუასაუკუნეების პერიოდით. ტაძარი ნაგებია ბერძნულ-რომაულ სტილში, ესა რის ზაფხულის დასასვენებელი კომპლექსი. მრგვალი ტაძარი აგებულია 897 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ტაძარი აგებულია ხრამის პირას. მეცნიერების მტკიცებით იგი მეფე ტრდატ პირველის დროს აიგო. ვარაუდობენ, რომ მეფემ დააფინანსა ტაძრის აგება, მას შემდეგ რაც რომში ვიზიტისას, იმპერატორ ნერონისგან მიიღო ფინანსური დახმარება.
ასე რომ, გარნი “მოლაპარაკე ქვების” უძველესი ცივილიზაციის ნაშთია.