თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, ნილოსის ნიანგი ახალ ვოიელში გადაიყვანეს. “დღეს, ჩვენ ბინადარ ნილოსის ნიანგის, სახელად ნელსონს სიურპრიზი მოვუწყვეთ, ის სპეციალურად მისთვის აშენებულ ახალ და დიდ ვოლიერში გადავიყვანეთ. მანამდე ის 8 წლის განმავლობაში ეგზოტარიმში ცხოვრობდა.” – აცხადებენ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში. ახალ ვოლიერში გადაყვანის დროს, ნელსონმა ეგზოტარიუმის კურატორს, გურამ წიკლაურს კბილი გაჰკრა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ჭრილობა სერიოზული არაა.