25 ივნისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა”-ს დირექტორი მაკა ჯორჯაძე ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას ეკო და სოფლის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. კერძოდ, დაცული ტერიტორიების სიახლოვეს არსებული საოჯახო სასტუმრო სახლებისა და ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას და მათ შესახებ ინფორმაციის „ელკანას” ვებგვერდის http://www.ruraltourism.ge-ს მეშვეობით გავრცელებას.
მემორანდუმის ფარგლებში ასოციაცია „ელკანა” დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისათვის განახორციელებს პერიოდულ სწავლებებს საოჯახო სასტუმროების მომსახურების სტანდარტის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების მიზნით. შედეგად, გაიზრდება საოჯახო სასტუმროების ცნობადობა და მომსახურების ხარისხი, ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნება დამატებითი შემოსავლის წყარო, ხოლო დაცული ტერიტორიების სანახავად მისულ ვიზიტორი კი შეძლებს მინიმალური დანახარჯებით ახლომდებარე საოჯახო სასტუმროში გაათიოს ღამე.