ერთი კვირის განმავლობაში, ინდოეთში 600 ადამიანი დაიღუპა. ათასობით ადამიანი დახმარებას ელოდება. ამავდროულად, სინოპტიკოსები მოსალეობას ახალ წვიმებს ჰპირდებიან. ევაკუაციისათის სამხედროები დროებით ხიდებს აშენებენ, ხოლო მიუვალ ადგილებში ვერტმფრენებს გზავნიან.ერთ კვირიანი წვიმების შემდეგაც – ასობით გარდაცვლილი და მსხვერპლის რაოდენობა სულ უფრო იმატებს. ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ყველაზე მძიმე მდგომარეობა – შტატ უტარაკხადში, ჩრდილოეთით არის დაფიქსირებული. წყლის ძლიერმა ნაკადმა მთლიანად სახლები და სამლოცველო ჩარეცხა. სამაშველო ოპერაციებში 11 ათასზე მეტი სამხედრო და პოლიციელი მონაწილეობს. არის ადგილები, სადაც მიდგომა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. მათ შორის რუსული ვერთფრენები მი-17 და მი-26 არის ჩართული.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქალაქ ბადრინახტში, სტიქიის ტერიტორიაზე დაახლოებით 8 ათასი ადამინი იმყოფება. იქაა მიწის სამი ნაკვეთი, რომელიც ცივილიზაციისგან არის გაწყვეტილი და ხალხი ზუსტად მანდ იმყოფება”, – განმარტავს ინდოეთის გენერალ-ლეიტენანტი ანილ კაიტი. “ჩვენ მიგვაქვს მედიკამენტები, ქირურგიული ნივთები. ბევრი ადამიანია დაჭრილი და მათ პირველი დახმარება ესაჭიროებათ, – აღნიშნავს ქირურგი პრავინ მიტალი, – ამის შემდეგ გადაწყდება, რომელ დაზარალებულს სჭირდება სასწრაფო ოპერაცია და ვინ უნდა იყოს გადაყვანილი ვერტმფრენით”.
ნიუ-დელისთან უკვე პატარა კარვების ქალაქი შეიქმნა. მდინარე იამუნა, რომელიც ქალაქს კვეთს, რამდენიმე სახლი დატბორა. ლტოლვილთა ბანაკებში, არასაკმარისი კარვები და საკვებია, სტაბილურად კი მხოლოდ მინერალურ წყალს აწვდიან.
“წყალმა, ჩვენს სახლებამდე 4 საათში მოაღწია, – იხსენებს ერთ-ერთი დაზარალებული, – ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ. ბევრი რამის გადატანა მოგვიწია, ვართ საკვების გარეშე. კარავიც კი, საკუთარი ხელით ავაწყეთ.”
სინოპტიკოსები წვიმის ხანგრძლივობას, კიდევ მინიუმ 2 დღის განმავლობაში ელიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამინდის გამოსწორების შემდეგაც, ინდოეთში ახალი პრობლემა ჩნდება – ეპიდემიის სახით. დაბინძურებული წყალი ინდოეთში მალარიის და ცხელების მიზეზად იქცევა.
მოამზადა ბელა არუთინოვმა