RSS

საქართველოში ტურისტების რაოდენობა 30 %-ით გაიზარდა

14 Jun

gza gergeTamde2013 წლის იანვარ-მაისში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 30 %-ით გაიზარდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის 5 თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 1 მლნ 698 ათას 146 კაცი შეადგინა. მხოლოდ მაისში საქართველოს 406 ათას 555 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, მაშინ როდესაც 2012 წლის მაისში მათი რაოდენობა მხოლოს 324 ათას 379 ვიზიტორი იყო. შესაბამისად ვიზიტორების მხრივ 2013 წლის მაისის მონაცემებით, ზრდა 25,3 %-ია. 

იანვარ-მაისში საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან ყავდა, საიდანაც 5 თვეში 616 ათას 864 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით მეტია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 5 თვეში აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 56 %-ითაა გაზრდილი, სომხეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კი – 55 %-ით. რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში 77 %-ითაა გაზრდილი, ხოლო უკრაინიდან შემოსული ვიზიტორების ზრდა კი – 76 %-ია.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველოს 4 მლნ 389 ათას 256 ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2011 წელს კი, 2 მლნ 822 ათას 363 ვიზიტორი. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2012 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ 1 მლრდ. 410 მლნ 901 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2012 წელს ტურიზმის წილი მთლიან მშპ-ში 6,37 %-ით განისაზღვრა.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s