RSS

კლიმატური ცვლილებების ანარეკლი სომხეთში

14 ივნ
კლიმატური ცვლილებების ანარეკლი სომხეთში

oliko003 ოლიკო ცისკარიშილი

„ადრე, რამდენიმე ტონა მოსავალი მოგვყავდა, ახლა იმდენიც არ მოვა, რომ სახლში ბავშებს ვაჭამო,“ – ამბობს არარატის ველზე არსებულ სოფელ მარკაშატის მცხოვრები 58 წლის მესრანიან სურენი და გვაჩვენებს ერთი თვის წინ დასეტყვილ ვენახს და პამიდორი.

ასეთივე მდგომარეობაში, არა მხოლოდ ამ სოფლის 6000 მაცხოვრებელი, რომელთაც სრულიად გაუნადგურდა მოსავალი, 43 სოფლიდან, 23 სოფელში სეტყვამ სრულიად გაანადგურა მოსავალი. მარკაშატში 626 ჰექტარზე სრულიად განადგურდა მოსავალი, 44 ჰექტარზე ხილი და 45 ჰექარზე ყურძენი.

სურენას თქმით, ბოლო წლებში კლიმატი ძალიან შეიცვალა, მოსავალიც ადრე თუ მაისში მოდიოდა კულტურების გარკვეული სახეობები, ახლა ორი თვის დაგვიანებით მწიფდება. „გაზაფხული აღარ არის. ზამთრიდან პირდაპირ ზაფხული გადავდივართ.“ – ამბობს ის.

თუმცა არმგოს გიდრომეტრის წარმომადგენლის ზარუი პეტროსიანის თქმით, საგანგაშო არაფერია, რადგან ასეთი მოვლენები ყოველთვის იყო „ამ წელს ნალექის რაოდენობა მაის-ივლისში ნორმალური იყო, სწორედ ამ დროსაა სეტყვის სეზონი, სეტყვა ზოგადად გრძელდება 3-დან 7 წუთამდე. ამჟამად კი ნახევარ საათს გაგრძელდა. ეს კი ითვლება გიდროსაშიშ მოვლენად.“ – აცხადებს ის. მისი თქმით, დაკვირვებების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ 2000 წლის შემდეგ აღინიშნება ტემპერატურის ზრდა, და მომავალში შეიძლება 1-დან 4 გრადუსამდე ტემპერატურის მატება. მისი განცხადებით, კავკასიაში ზოგადად ბევრი ნალექი მოდის. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

„ერთი თვის წინ სრულიად განადგურდა მოსავალი, 35 წუთის განმავლობაში გადაუღებლად მოდიოდა სეტყვა, რომელმაც სრულიად განადგურა მოსავალი, აღარაფერი გვაქვს რომ ბავშვებს ვაჭამოთ, ზამთარი როგორ უნდა გადავიტანოთ არ ვიცი,“ – წუხს 75 წლის მოხუცი ქალბატონი ნორა აგარონიანი, რომელიც გვარწმუნებს, რომ ბუნების ასეთი მოვლენა მის ცხოვრებაში არ უნახვს, მას საკმაოდ დიდი ოჯახი აქვს და ახლა ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამას ისიც ემატება, რომ მეურნეობისთვის მათ ბანკიდან გამოტანილი ქონდათ კრედიტი, რომლის პროცენტები, მიუხედავად ამხელა ზარალისა, არ მცირდება, კრედიტის გამცემი ბანკები და ხელისუფლებაც მოსახლეობას არანაირ კომპრომისზე არ მიდიან და მოსახელობას მხოლოდ მცირედი დახმარება გაუწიეს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მოსახლეობას დაურიგდა თესლები – მზესუმზირის, პამიდვრის, სიმინდის, თუმცა მოსახლეობისთვის ეს ზღვაში წვეთია. ასეთ მდგომარეობაში ყველა, ვინც სეტყვამ დააზარალა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მათი დახმარება შეუძლებელია,თუმცა მაინც იგეგმება აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ამ სოფლის 200 მაცხოვრებლის დახმარება – მათ სახელმწიფო ას  ევროს გადაუხდის,

საერთაშორისო ექსპერტების კვლევების მიხედვით, ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, 2010 წლისთვის, მოსახლეობის ზარალი სოფლის მეურნეობაში გაიზრდება 8 პროცენტით.

სეტყვამ დააზარა ძალიან ბევრი ადამიანი, ისინი ფაქტობრივად ულუკმაპუროდ დარჩნენ. შექმნილია ფონდი, საიდანაც შესაძლებელია ამ ადამიანების დახმარება, თუმცა ჯერ კონკრეტულად არაფერი ვიცი,“ – ამბობს მარატ ოვომუსიანი სოფლის გამგეობის წარმომადგენელი. მისი თქმით, მეხსაწინაღმდეგო აპარატურის გამოყენება სატელეფონო კავშირის გამო ვერ მოხერხდა, სამ სოფელში სტიქიას შეებრძოლნენ ამ აპარატურით, თუმცა უშედეგოდ.

„კლიმატის ცვლილებებში სომხეთის როლი ძალიან მცირეა, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ გულხელდაკრეფილნი ვიყოთ, საჭიროა დამოკიდებულების შეცვლა, ადამიანების აზროვნების შეცვლა. საჭიროა ამაღლდეს სოციალური პასუხისმგებლობა,“ –  ამბობს ვარდან ამბარცუმიანი სომხეთის ფერმერების კოოპერატივის ხელმძღვანელი, და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც იმ 23 სოფელს შეუქმნდა სტიქიამ, რომელიც მათ კოოოპერატივში შედის, თუმცა იხსენებს ბუნების წინა შემოტევებსაც: სამი წლის წინ, ყინვამ საშინლად დააზარალა მოსახლეობა, მოსავალი სრულიად განადგურდა ასობით სოფელში. 2003 წლის ზამთარში კი ყურძნის მოსავლის 65 პროცენტი განადგურდა. მაშინაც საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა მოსახლეობა.

„მოსალოდნელი ყინვების დროს, ჩვენი სამსახური აფრთხილებს ადგილობრივი სოფლების მეურნეოის გამგეობებს, ასევე ცხადდება ტელევიზიითაც, თუმცა მოსახლეობა ნაკლებ ყურადღებას აქცევს ამ ინფორმაციას, თუმცა შესაძლებელი იყო ამდენი ზარალის თავიდან აცილება,“ – ამბობს ზარიუ პეტროსიანი და იხსენებს 1954 წელს, როცა სომხეთში 4 სანტიმეტრიანი სეტყვა მოვიდა. მისი თქმით, ყველაზე ცხელი ზაფხული სომხეთში ორი წლის წინ იყო, როცა დაფიქსირდა 43, 70 გრადუსი, ხოლო ყველაზე ვიცი 2002 წელს.

მისი აზრით, ყველა საქმეში ბალანსი აუცილებელია, კლიმატის ცვლილებები მაინც მიმდინარეობს და ეს შეუქცევადი პროცესია, და ამის მიზეზი ადამიანია.

ამაზე კი ყველა უსიტყვოდ თანხმდება.

erevani 014

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s